Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ნაკლოვანი შრომის კოდექსი პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს დააზარალებს!

IMG_9597

დღეს, სასტუმრო “ამბასადორში“ საზოგადოებრივი, საერთაშორისო ორგანიზაცებისა და საქართველოში აკრედიტირებული უცხოური მისიების წარმომადგენლები, შრომის კოდექსის პროექტთან დაკავშირებულ პრობლემებზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ. დაჩქარებული წესით დაგეგმილი შეხვედრის მიზეზი იყო ის მდგომარეობა, რომელიც ბოლო პერიოდში შრომის კანონმდებლობის ირგვლივ შეიქმნა. როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე არჩევნების შემდეგ, მკაფიოდ იქნა გაცხადებული კურსი, რომელიც შრომის კანონმდებლობის რეფორმირებას, მის „გაკეთილშობილებას“ და ევროპული სტანდარტების გათვალისწინებას გულისხმობდა. იუსტიციის სამინისტრომ იანვარში მოაწყო დიდი პრეზენტაცია, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების სურვილი, შრომის კანონმდებლობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ დაიწყო აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან – პროფკავშირებთან, დამსაქმებელთა ასოციაციასთან და სხვა… ბოლოს მიიღეს შეჯერებული ვარიანტი, რომელსაც თავად იუსტიციის სამინისტრო მიიჩნევდა წინგადადგმულ მინიმალურ ნაბიჯად, მაგრამ არ გამორიცხავდა, რომ ამ საკითხზე მუშაობა კვლავ გაგრძელდებოდა.

გასულ კვირას კი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო შრომის კოდექსი, რომლიდანაც წინა სესიებზე და საკომიტეტო მოსმენებზე დასაქმებულთა სასარგებლოდ პრაქტიკულად გადაწყვეტილი მთელი რვა მუხლი მოულოდნელად იყო ამოღებული. თავდაპირველად გაცხადებული იყო, რომ განხილვების გადადება ტექნიკური მიზეზებით იყო განპირობებული. აღმოჩნდა, რომ უფრო ღრმა პრობლემებთან გვაქვს საქმე. როგორ ჩანს, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა იმ ზოგიერთ ბიზნეისს ლობისტურ ჯგუფთან, რომლებიც ჩვეულ ტაქტიკას მიმართავენ და კოდექსის ადრე შეთანხმებული ვარიანტის ირგვლივ ზეწოლას ახორციელებენ.  თუ რასთან გვაქვს საქმე – ეს საკითხი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მუხლობრივად გააცნო.

IMG_9599ირაკლი პეტრიაშვილის განმარტებით, კანონპროექტის ტექსტი მეორე მოსმენით დამტკიცებულ იქნა შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი  მუხლების გარეშე: მუხლი 6. შრომითი ხელშეკრულება, მუხლი 14. სამუშაო დროის ხანგრძლივობა, მუხლი 17. ზეგანაკვეთური სამუშაო, მუხლი 26. დამატებითი შვებულება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულთათვის, მუხლი 37. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, მუხლი 38. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი, მუხლი 381. მასობრივი დათხოვნა,  მუხლი 41.43 კოლექტიური ხელშეკრულება, მუხლი 47. დავა და მუხლი 54.კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებანი. აღსანიშნავია, რომ ამ მუხლების თაობაზე დიალოგისა და კონსულტაციების მონაწილე ძირითად მხარეებს შორის კონსენსუსი მიღწეულ იყო 17 მაისს პარლამენტის წამყვან კომიტეტში, რაც დადასტურდა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ იმავე დღეს კანონპროექტის მეორე მოსმენით დამტკიცებით.

ნაკლოვანი შრომის კოდექსი პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლელი პარტნიორების და მეგობრების რჩევები და რეკომენდაციები, მაგრამ შრომის კოდექსის ძირითადი ბენეფიციარები საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც საკუთარ ზურგზე იწვნევენ შრომითი კანონდებლობის ნაკლოვანებებს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.