Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ორსული ქალი სამსახურში

ბევრი ფეხმძიმე ქალი მუშაობს სხვადასხვა მიზეზების გამო, ზოგს წარმატებული კარიერის შეწყვეტა ან მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის დაკარგვა არ სურს, ზოგი ფინანსური მდგომარეობის გამო არ ანებებს თავს. ძნელია ფეხმძიმესთვის მუშაობა. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ქალები, რომელთათვის ორსულობის პერიოდი ყოველგვარი სირთულის გარეშე მიდის, მაგრამ უმეტესობას აწუხებს უგუნებობა, ტოქსიკოზი.

უმრავლესობა ძნელად იტანს თამბაქოს სუნს. არ არის აუცილებელი თანამშრომელი ეწეოდეს სამუშაო ადგილზე, როდესაც ის ბრუნდება მოსაწევი ოთახიდან, შემოაქვს სუნი, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ ფეხმძიმე ქალმა უგუნებოდ იგრძნოს თავი.

ასევე ძნელია ჯდომითი სამუშაო, როდესაც ადამიანი დიდხანს ზის, ორგანიზმის ზეწოლა ხერხემალზე ხდება, რადგან ფეხმძიმე ქალი წონაში საკმაოდ იმატებს, ბოლო თვეებში ეწყება წელის არეში ტკივილი. მედიცინის მუშაკები კომპიუტერთან ჯდომას ნაყოფისთვის საზიანოდ მიიჩნევენ.

როდესაც ფეხმძიმე ქალი მუშაობს, ძნელია აკონტროლოს სწორი კვება, რაც ძალიან აუცილებელია ამ პერიოდში.

ყველამ კარგად იცის, რომ ფეხმძიმე ქალის ხასიათის ცვლილება, გამოწვეულია მათ ორგანიზმში ჰორმონალური ფონის ცვლილებით, ამიტომ უბრალო კითხვაზე – ”რატომ დევს ეს საქაღალდე აქ?” მას შეიძლება ცრემლი წამოუვიდეს.Businesswoman Using Telephone in Office

არც თანამშრომლებისთვის არის ადვილი ფეხმძიმე ქალის გვერდით მუშაობა. ხან ცუდად არის, ხან ქალთა კონსულტაციაშია წასასვლელი და ხან ექიმი რამდენიმე დღიან წოლით რეჟიმს უნიშნავს . ასეთ დროს, თანამშრომლებს უწევთ მისი სამუშაოს შესრულება.

ხშირად, ფეხმძიმე ქალის შესრულებულ სამუშაოს ზერელედ უყურებენ, ”რა უნდა გააკეთოს, დეკრეტამდე მიაღწევს და ,,”. ზოგმა შეიძლება დაიჩივლოს, რომ ძალიან პრეტენზიული გახდა ბოლო პერიოდში, ”ხან არ მოწიოო, ხან ფანჯარა დახურეო”, ზოგიერთმა ქალბატონმა კი შეიძლება ასეთი ფრაზაც თქვას ”მეც გავაჩინე 2 შვილი და არც არავინ შემიწუხებიაო”. მაგრამ, საბედნიეროდ, ყველა ასე არ იქცევა, უმრავლესობა, ფეხმძიმე თანამშრომელს უფრთხილდება, თბილად და ყურადღებით ექცევა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.