Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პენსია ხელფასთან ერთად პედაგოგებისათვის

სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დასაქმებულთა მდგომარეობას ქვეყანაში.

კანონის ძველი რედაქციის თანახმად, სკოლაში დასაქმებული პირები, გარდა პედაგოგებისა, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, მიეღოთ პენსია ხელფასთან ერთად. ასეთივე ვითარებაში იმყოფებოდნენ ბაგა-ბაღის აღმზრდელებიც.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს ხშირად მომართავდნენ ზემოაღნიშნულ პრობლემაში გარკვევის მიზნით სკოლის დირექტორები, დირექტორის მოადგილეები, ბიბლიოთეკარები, ბაგა-ბაღის აღმზრდელები და ა.შ. ჩვენც, ჩვენის მხრივ, ვაყენებდით საკითხს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე და ვთხოვდით პრობლების გადაჭრას. ერთ შემთხვევაში, საჩივრითაც კი მივმართეთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც იძულებულნი გავხდით სასამართლოსთვის მიგვემართა.

სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონში არსებული უსამართლო დებულება აზარალებდა არამხოლოდ დასაქმებულებს, არამედ თავად სამინისტროსაც აყენებდა უხერხულ მდგომარეობაში.

2013 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, ის პირები, რომლებიც ახორციელებენ შრომით ანაზღაურებად საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, სკოლა-პანსიონებში, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში, უფლებამოსილნი ხდებიან, მიიღონ პენსია ხელფასთან ერთად.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს უდიდეს მადლიერებას გამოთქვამს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

pedagogis xelfasi

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.