105-ე სესია, ჟენევა
30 მაისი – 11 ივნისი
ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 105-ე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის 4 ათსამდე წარმომადგენელი ესწრება. დღეს მსოფლიოს 187 ქვეყნის მთავრობების, დამსაქმებელთა და მშრომელთა დელეგატებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა მიმართა.
საკუთარ გამოსვლაში მან ყურადება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა, მათ შორის ისაუბრა ევროპის რეგიონში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და ეკონომიკურ სირთულეებზე, მიგრანტების საკითხზე და იმ პროცესებსა და გამოწვევებზე რომელთა წინაშეც მსოფლიო ბოლო პერიოდში აღმოჩნდა. მან აღნიშნა, რომ ამ პრობლემების სათავე მზარდი სოციალური უთანასწორობაა, რომელსაც განვითრებადი ქვეყნები განსაკუთრებულად განიცდიან. პეტრიაშვილმა ისაუბრა საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებაზე, შრომითი უფლებების კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობასა და შრომის ინსპექციის უფრო სწრფი ტემპებით განვითარების აუცილებლობაზე. იგი ასევე შეეხო ქვეყნიდან გასულ წლებში სამუშაოდ საზღვარგარეთ წასული ათიათასობით მოქალაქის შრომით პრობლემებსა და ზოგადად, მიგრანტი მშრომელების ექსპლოატაციისა და სოციალური სტანდარტების დემპინგის საკითხებს.
ჟენევაში საქართველო სამმხრივი დელეგაციითაა წარმოდგენილი – საქართველოს მთავრობის, პროფკავშირების გაერთიანებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის მონაწილეობით.
სამუშაო შეხვედრებზე განიხილება შსო-ს რეკომენდაციები, ასევე ღირსეული შრომის საკითხები გლობალური და რეგიონული თვალსაზრისით.
საკუთარი ანგარიშები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი ორგანოს თამჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა წარმოადგინეს. შეხვდრის მონაწილეები მსჯელობენ სხვადასხვა ქვეყნებში კონვენციების და რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. გაიმართა დისკუსია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ღირსეული შრომა გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში; ღირსეული შრომა მშვიდობისა, უსაფრთხოების და სტიქიური უბედურებებთან გამკლავებისათვის: დასაქმების შესახებ 1944 (N71) რეკომენდაციის გადახედვა (სტანდარტული ჩარჩო, ორმაგი დისკუსია); სამართლიანი გლობალიზაციისთვის სოციალურ სამართლიანობის შესახებ შსო-ს დეკლარაციის გავლენის შეფასება, 2008; საზღვაო საკითხები; საზღვაო შრომის კონვენციის შესწორებები (2006) ; მეზღვაურთა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების კონვენციის (შესწორებული) დანართების შესწორებები, 2003, (N185)