Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების გაერთიანება სახელმწიფოს მხრიდან ორსულთათვის აუცილებელი ვიტამინების უფასოდ გაცემას მიესალმება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიესალმება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, ორსულთათვის განსაკუთრებით აუცილებელი ვიტამინებისა და მიკროელემენტების უსასყიდლოდ გაცემასთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის უწყების ეს ნაბიჯი დროული და მიზანშეწონილია. ის ემთხვევა პროფკავშირების გაერთიანების ქალთა ორგანიზაციის მიერ, როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრის, ისე ქვეყანაში მოქმედი სოციალური პარტნიორობის კომისიის წინაშე დასმულ საკითხებს. ასევე თანხვედრაშია “დედობის დაცვის შესახებ”  გაეროს 183-ე კონვენციის ძირითად მოთხოვნებთან.

აღნიშნული კონვენციის რატიფიცირების აუცილებლობა, გათვალისწინებულია პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის  მიერ, რომლის ხელშეწყობითაც საქართველოს პროფკავშირების ქალთა კომიტეტი ახორციელებს პროექტს: “გადაწყვეტილება უკეთესი მომავლისათვის”, რომლის ძირითდი მოთხოვნაც სწორედ ზემოაღნიშნული კონვენციის რატიფიცირებაა. ჯანდაცვის სამნისტროს გადაწყვეტილება ადასტურებს პროფკავშიერების პოზიციას, რომ სახელმწიფომ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით უნდა დახვეწოს ახალგაზრდა დედების ხელშემწყობი პროგრამები. vitamin

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.