Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების ევროპული რეგიონული საბჭოს ქალთა კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები თბილისში გაიმართება.

„ქალები ხელმძღვანელ პოზიციებზე და კოლექტიური მოლაპარაკების სისტემის სრულყოფა“ – პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ITUC-ს და PERC პან ერვოპული რეგიონული საბჭოს ორგანიზებით , თბილისში ქალთა საკითხებზე კონფერენცია და ქალთა კომიტეტისა და პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. ღობისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 41 ქალი მიიღებს.

სესიები
18 – 20 ოქტომბერს შედგება.

განსახილველ საკითხებს შორისაა: გადაწვეტილების მიღების პროცესში და ხელმძღვანელ თანამდებობაზე ქალთა 30%-იანი და მეტი წამომადგენლობის მიღწევა, ახალგაზრდა ქალთა ჩართვა მმართველობაში,
გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და
მენტორულ პროგრამებში და სხვა.

20 ოქტომბერს შედგება, PERC-ის ქალთა კომიტეტის არჩევნები:აირჩევენ პრეზიდენტს და ორ ვიცე-პრეზიდენტს, ასევე კომიტეტს. არჩეულებს აღნიშნულ თანამდებობებზე უფლებამოსილება 2020 წლამდე ექნებათ.

კონფერენცია , 18 ოქტომბერს, დილის 9 საათზე, სასტუმრო ‘ბეტსიში’ გაიხსნა.14800121_1226385094048398_1238672131_o

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.