Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების როლზე – ჰააგაში მსჯელობენ

საქართველოს პროფკავშირების დელეგაცია, გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, ეთერ მათურელის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებს შრომის საერთაშიროსო ორგანიზაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრებში, რომელიც მიმდინარეობს ნიდერლანდების სოციალურ-ეკონომიკური საბჭოს (SER) შტაბ-ბინაში ქ,ჰააგაში. შეხვედრები ეძღვნება სოციალური დიალოგის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომის გაძლიერების და შრომითი ბაზრის გაჯანსაღების საკითხში. განხილვებში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობისს და  საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებიც. შეხვედრები შედგა SER-ის ხელმძღვანელობასთან, ჰოლანდიის დამსაქმებელთა ასოციაციის, ჰოლანდიის  შრომის სამინისტროს, შრომის იმსპექციის და ჰოლანდიის პროფესიული კავშირების FNV-ს წარმომადგენლებთან.

უკლებლივ ყველა უწყებისა და ინსტიტუტის მხრიდან ხაზი გაესვა სოციალური დიალოგის და სამმხრივ  ფორმატში რეალური თანამშრომლიბის წარმოების და მხარეებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის არსებობის აუცილებლობას, ჰოლანდიის დამსაქმებელთა ასოციაციის შეფასებით, სწორედ  პროფკავშირებთან თანამშრომლობა და  აქტიური და რეალური სოციალური დიალოგი გახდა ჰოლანდიის ეკონომიკის წარმატების და განვითარების წინაპირობა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.