Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების საპენსიო რეფორმის ინიციატივა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ საპენსიო სისტემის ალტერნატიული გეგმა წარმოადგინა. დოკუმენტი პროფკავშირების გაერთიანების მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის თანადგომითა და მხარდაჭერით მომზადდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ექსპერტებმა, საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. საპენსიო რეფორმის საქართველოს პროფკავშირებისეული ხედვა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მთავრობის საპენსიო სისტემის პროექტთან, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ გააცნო შეკრებილ საზოგადოებას და ჟურნალისტებს. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, შემოთავაზებული ვარიანტის მიხედვით, დასაქმებული არ იქნება ვალდებული, გააკეთოს შესატანი, შესაბამისად, მისი ხელფასი არ შემცირდება. დაგროვება სახელმწიფომ და დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყონ. ასევე, დასაქმებულის დეკრეტული შვებულების, შვებულების ან ავადმყოფობის შემთხვევაში, გაცდენის მიუხედავად, საპენსიო შენატანის წყვეტა არ უნდა მოხდეს და საპენსიო თანხის დაგროვების უწყვეტობა დამსაქმებელმა და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყონ. პეტრიაშვილის თქმით, პენსიაზე გასვლა შესაძლებელი უნდა იყოს ვადაზე ადრე, სურვილის შემთხვევაში. “დღეს პენსიაზე გასვლა ადამიანებისთვის ტრაგედიაა, რადგან პენსია საარსებო მინიმუმსაც კი ვერ უტოლდება. ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო პროგრამა დაგროვებითია, ჩვენი შეთავაზება კი სოლიდარობის პრინციპზეა დაფუძნებული და ძალაში შესვლისთანავე აძლევს ბენეფიციარებს საშუალებას მიიღონ გაცილებით მაღალი პენსია ვიდრე აქვთ. სახელმწიფო თანხის განკარგვაში უშუალოდ არ უნდა ჩაერთოს, რათა ხელი არ წაუცდეს თანხაზე, უნდა შეიქმნას შესაფერისი გარემო.” განაცხადა პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გთავაზობთ მთავარ განსხვავებებს საქართველოს მთავრობისა და პროფკავშირების ხედვებს შორის.

IMG_8629საპენსიო სისტემა
დღევანდელი პენსია არ აღემატება საარსებო მინიმუმს და ვერ უზრუნველყოფს პენსიონერის ღირსეულ ცხოვრებას, გარდა ამისა მოსახლეობის კლების და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის შედეგად, იზრდება პენსიონერთა წილი საერთო მოსახლეობაში, ამიტომ პენსიის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან სულ უფრო მეტი ხარჯის გაწევა ხდება საჭირო.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გეგმავს საპენსიო რეფორმის გატარებას, თუმცა მათ გეგმას გააჩნია მრავალი ნაკლოვანება, მათ შორის:
1. გეგმა გულისხმობს საპენსიო დაგროვებითი სისტემის შემუშავებას, რომელიც მხოლოდ დაგროვებაზეა ორიენტირებული და არ ითვალისწინებს სოციალური დაცვის გარანტიებს.
2. გეგმაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ 45 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს.
3. გეგმის მე-2 ნაწილი რომელიც დაგროვებას ეხება, არ არის სავალდებულო და შესაბამისად საქართველოს მოსახლეობა, რომელიც არ არის დაზოგვისკენ მიდრეკილი,მცირე მასშტაბით ჩაერთვება აღნიშნულ გეგმაში, რაც გამოიწვევს ამ მოსახლეობის რთულ მდგომარეობაში აღმოჩენას საპენსიო ასაკის მიღწევისას.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გაეცნო ვერსიას, რომელსაც მთავრობა ამუშავებს და შეიმუშავა საკუთარი ხედვა საპენსიო სისტემის მომავალთან დაკავშირებით:
 გეგმის მიზანია სისტემა ჩამოყალიბდეს საპენსიო დაზღვევის სახით და არა,როგორც კერძო დაგროვებით სისტემა.
 აღნიშნული სისტემა სოლიდარობის პრინციპზეა აგებული და ითვალისწინებს უმცირესობათა ინტერესებს.
 გეგმას ბენეფიციარები უნდა ჰყავდეს პირველივე წლის ბოლოს.
 სისტემა უზრუნველყოფს მაღალ შემოსავალს საპენსიო ასაკის მოქალაქეებისათვის.
 გეგმის მე-2 სვეტი სავალდებულო იქნება ყველა დაქირავებით დასაქმებულისათვის.
 გეგმას ბენეფიციარი (პენსიაზეგასულიმოსარგებლე ) ეყოლება პირველივე წლის ბოლოს, ნაცვლად 15 წლისა.
 შეიქმნება სოლიდარობის ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს სტაჟის უწყვეტობას.
 პენსიის ინდექსაცია უზრუნველყოფს პენსიის ზრდას, რათა არ მოხდეს მისი მსყიდველობითუნარიანობის შემცირება.
 დასაქმებული არ არის ვალდებული გააკეთოს შენატანი, შესაბამისად მისი ხელფასი არ მცირდება.
 პენსიაზე გასვლა შესაძლებელია ვადაზე ადრე.
 ფულადი სახსრების ინვესტირების შედეგად მიღებული ამონაგები გაზრდის პენსიის მოცულობას.
ჩვენ მიერ შემუშავებული გეგმა შედგება 3 სვეტისგან და მოიცავს:
1. საყოველთაო სახელმწიფო ბაზისური პენსია;
2. სავალდებულო (განსაზღვრული სარგებლის,Pay As You Go) სქემა;
3. ნებაყოფლობითი (განსაზღვრული შენატანების) სქემა;
ფონდის დაფინანსების წყარო იქნება დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული შენატანები. სახელმწიფო ამ შენატანებს გააკეთებს საშემოსავლო გადასახადიდან, რომელსაც დასაქმებული იხდის.
45 წლის შემდეგ ჩანაცვლების კოეფიციენტი,რომელიც ასახავს პენსიისა და საშუალო ხელფასის თანაფარდობას გამოხატულს პროცენტებში, გახდება 46%, შესაბამისად თუ ხელფასი იქნება 1000 ლარი, პენსია შეადგენს 460 ლარს.
მაღალი ჩართულობა უზრუნველყოფს ფონდის დიდ შემოსავლებს, რაც ასევე წაახალისებ სქვეყნის ეკონომიკას.
პენსიაზე გასვლა შესაძლებელი იქნება საპენსიო ასაკზე 5 წლით ადრე.
პრეზენტაცია ხუთშაბათს, 2016 წლის 10 მარტს, , სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია ” -ში გაიმართა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.