Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების შეთავაზება FIFA-ს

fifa-logo_1საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაცია (ITUC) ქმნის ერთობლივ ინსპექტორთა ჯგუფებს, რომლებიც კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინამოსამზადებელ პერიოდს შესაფასებენ და დაწერენ ანგარიშს.

ITUC მოუწოდებს FIFA-ს, რომლის აღმასრულებელი კომიტეტი მდებარეობს ციურიხში, კატარში დაიცვას მშრომელთა უფლებები სამუშაო ადგილზე და აღკვეთოს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, რადგან 4000 ადამიანი იღუპება იმისთვის, რომ 2022 წლის ჩემპიონატი ჩატარდეს.

“შრომის ინსპექცია კატარში ჩაფლავდა, მთავრობის გადაწყვეტილებით ახალი გუნდი უნდა შეიქმნას ამ სისტემაში სამუშაოდ. FIFA-მ უნდა ნათლად დაანახოს კატარის მთავრობას, რომ იმ შემთხვევაში თუ მშრომელთა უფლებები და შრომის სტანდარტები კატარში დაირღვევა, მაშინ 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი არ ჩატარდება. პროფკავშირებს უხდებათ მშრომელთა სიცოცხლის გადარჩენა ყოველდღე. FIFA კი უნდა მიესალმოს ექსპერტების ჩართვას, რადგან ეს კარგი შედეგის მომცემი იქნება.“ – განაცხადა შარან ბაროუმ, საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაერთიანების გენერალურმა მდივანმა.

სამხრეთ აფრიკის, ინდოეთის, ნეპალის, შრი ლანკას და პილიპინების მშრომელები აშენებენ მილიარდ დოლარიან ინფრასტრუქტურას, რათა კატარმა 2022 წელს უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატს. სავარაუდოდ 500 000 მშრომელი უნდა შეუერთდეს ამ პროცესის (1.2 მლნ მუშაობს ამჟამად) საშიშ სამუშაო პირობებს.

“შეზღუდული სავიზო პირობები, რომელიც კატარში დაწესებულია მიგრანტების მიმართ, დამსაქმებლებს მშრომელებისათვის დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლების წართმევას გულისხმობს. თუმცა, მხოლოდ სიტყვის თავისუფლებით ვერ შევძლებთ მშრომელთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრას.“ – განაცხადა შარონ ბაროუმ.

ITUC მოუწოდებს FIFA-ს აღმასრულებელ კომიტეტს:

  • ყურადღება მიექცეს მშრომელთა უფლებებს მსფოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესში
  • შრომითი უფლებები და მშრომელთა სამუშაო პირობების FIFA-ს აღმასრულებელი კომიტეტისთვის იყოს დღის წესრიგის მთავარი საკითხები
  • მოხდეს ერთობლივი გამოძიება შრომითი პირობებისა და მუშების სიკვდილიანობის კატარში,
  • მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესში და შემდეგ მოხდეს მკურნალობაზე მონიტორინგი მშრომელთა დაზიანების შემთხვევაში.

მშენებელთა საერთაშორისო კავშირი (BWI) და პროფკავშირების გლობალური ფედერაცია 7 ოქტომბერს აგზავნის კატარში მისისას. მისია შეხვდება ხელისუფლების, სამშენებლო კომპანიების და სუბ-კონტრაქტორების წარმომადგენლებს, რათა შეასრულონ ღირსეული შრომის საერთაშორისო ნორმები და პრინციპები.

“გასულმა კვირამ კატარში კიდევ ერთხელ აჩვენა მშრომელთა უფლებების დარღვევა. ფეხბურთელები, მშენებლები და შიდა მეურნეობებში დასაქმებულები ვერ საუბრობენ ამ პრობლემებზე, რადგან დამსაქმებლებს აქვთ მათი პასპორტები, სამუშაო ვიზები და ისინი არ აძლევენ  უფლებას მათ დამსაქმებლების გარეშე დატოვონ ქვეყანა.“ – განაცხადა შარონ ბაროუმ.

http://www.ituc-csi.org/trade-unions-offer-fifa-joint

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.