Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირები, რეფერენდუმი, დამოუკიდებლობა

 

სტატიის ავტორი:  დავით არაბიძე

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 28 თებერვალს მიღებული კანონით გადაწყდა  საყოველთა-სახალხო რეფერენდუმის გამართვა, რათა საქართველოს ხალხს ეპასუხა კითხვაზე: „გსურთ თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.“ ამ რეფერენდუმს განსაკუთრებულ  მნიშვნელობას სძენდა ის ფაქტი, რომ 1991 წლის 17 მარტს სსრ კავშირის ხელისუფლებაც მართავდა რეფერენდუმს „განახლებული კავშირის“ შესანარჩუნებლად.

ამ ისტორიული პასუხისმგებლობით გაჯერებული დროს ქართულმა პროფკავშირებმა, რომელთაც 1990 წლის 3 აგვისტოს თავად ჰქონდათ მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია, გადაწყვიტეს დაერზმათ 3 მილონი წევრი პროფკავშირებისა, რათა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობის აღდგენის სამართლიან იდეას გაემარჯვა.

1991 წლის 5 მარტს საქართველოს ტელევიზიით გამოსვლისა რესპუბლიკის ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ აღნიშნა: „ყველანი მისცემენ ხმას დამოუკიდებლობას, პატივს სცემენ ქართულ ენას, პატივს სცემენ საქართველოსა და სამართალს“.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იდეისადმი მხარდაჭერის ქართული პროფკავშირული პოზიციის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშათა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის რესპუბლიკური საბჭოს მიმართვა, რომელშიც აღნიშნულია: „ თავისი საპროგრამო დებულებების შესაბამისად მტკიცედ დგას რა ეროვნულ პოზიციებეზე და ემსახურება საქართველოს უზენაეს ინტერესებს, ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ადასტურებს თავის ნებას აქტიური მონაწილეობა მიიღოს ჯანსაღი ეროვნული ძალების კონსოლიდაციის, სოციალური თანასწორობის დამკვიდრების, სამეურნეო და კულტურული ცხოვრების გარდაქმნის საქმეში.

დღეს მთელი ქართველი ერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ის, რომ მსოფლიომ მტკიცედ და სამუდამოდ გვცნოს საერთაშორისო სამართლის ძირითად სუბიექტად, რაც არც ისე ადვილი მისაღწევია, თანამედროვე რთული საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინებით.

ასეთი რთული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მთელი ქართველი ხალხის ერთიანობაა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშასაერთაშორისო სამართალი თავის სუბიექტად ჩვენს სამშობლოს სცნობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარწმუნდება, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მხარი დაუჭიროს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იდეას.

ყოველივე აქედან გამომდინარე დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენაა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი, რომელიც 1991 წლის 31 მარტს არის დანიშნული.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის რესპუბლიკური საბჭო მიმართავს დარგის პროფკავშირსი გაერთიანებულ 1 მილიონამდე წევრს მონაწილეობა მიიღონ 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველოს რეფერენდუმში და ხმა მისცენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

განსაკუთრებით საჭიროა დარგის პროფკავშირული ორგანიზაციების ახსნა-განმარტებითი მუშაობა არაქართველ მოსახლეობასთან, მათი დარწმუნება იმაში, რომ მხოლოდ საქართველოს სრული დამოუკიდებლობის დროს იქნება ჩვენი რესპუბლიკის ყველა მცხოვრები ჭეშმარიტად ბედნიერი და თავისუფალი.

საქართველოს ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი დარგობრივი პროფკავშირის წევრები მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ დიდ ეროვნულ საქმეს და ხმას მისცემენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას“.

საქართველოს რესპუბლიკაში საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმმა სრული წარმატებით ჩაიარა. აი, რას წერდა გერმანული გაზეთი „Die Velt“ 1991 წლის 3 აპრილის ნომერში: „საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობამ, უფრო აშკარად, ვიდრე ბალტიისპირეთმა, მხარი დაუჭირა თავის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და ამდენად, საბჭოთა კავშირიდან გასვლას. როგორც ბალტიისპირეთში, აქაც არაქართული მოსახლეობის (რომელიც 30%-ს შეადგენს) უმრავლესობამ რეფერენდუმზე ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს ფაქტი, იმასთან ერთად, რომ რეფერენდუმში მონაწილე მოსახლეობის 90,5%-დან დადებითად გამოეხმაურა 98,9%, იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ვინაიდან პოლიტიკური ბრძოლის პროცესში საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებას გამუდმებით მიაწერენ ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციას.“

საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1991 წლის 4 აპრილს გამოაქვეყნა დასკვნა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე, რომელმაც აჩენა რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა 3 295 493 ადამიანმა. ასეთი მხარდაჭერა მართლაც უპრეცენდენტო იყო იმ ისტორიულ ეპოქაში.  უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს რომ ამ გამარჯვებაში ქართულმა პროფკავშრებმა დიდი და ღირსეული წვლილი შეიტანეს. 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილის მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.