Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირები “შრომის კოდექსში” ცვლილებების მეორე ეტაპის დაჩქარებას ითხოვს

საქართველოს პრემიერ მინისტრის ი.ღარიბაშვილის გამოსვლას “ათასწლეულის განვითარების მიზნების საქართველოს ეროვნული ანგარიშის პრეზენტაციაზე”  პროფკავშირები ეხმაურება

საქართველოს პროფკავშირებში ყურადღებით გაეცვნენ ყურადღებით საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას, რომელშიც აქცენტები ძირითადად გენდერულ თანასწორობაზე, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობასა და სიღარიბის დაძლევის საკითხებზე გაკეთდა.

პროფკავშირი მოხარულია, რომ ეს სწორედ ის საკითხებია, რომლებსაც პროფკავშირების ქალთა ორგანიზაცია, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აყენებდა ხელისუფლების წინაშე და მიიჩნევდა, რომ აღნიშნული პრობლემების გადაჭრისათვის სახლემწიფოებრივი მიდგომები ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის გადადგული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად საუკეთესო საშუალება”შრომის კოდექსის” მეორე ეტაპზე შესატანი ცვლილებების დაჩქარება იქნება.

პრემიერის ძირითადი აქცენტები სწორედ ქალთა შრომით ურთიერთობებსა და გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას ეხებოდა- რაც ერთ ერთი მთავარი განმაპირობებელია ოჯახების კეთილდღეობის, ქალთა დაცულობის და აქედან გამომდინარე შობადობის გაზრდისთვის. პროფკავშირი წლების განმავლობაში ითხოვდა და ვითხოვთ ჩვენმა ქვეყანამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე კონვენციის რატიფიცირება მოახდინოს დედობის დაცვის შესახებ. მით უმეტეს, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართელოს ხელისუფლებას შსო-ს არც ერთი კონვენციის რატიფიცირება არ მოუხდენია.

კარგი იქნება თუ თქვენი პრემიერობის პირველივე ეტაპზე მოხდება სწორედ დედობის დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირება, რაც კიდევ ერთი დასტური იქნება იმის, რომ თქვენი პოლიტიკა ქალთა მდგომარეობის რეალური გაუმჯობესებისკენაა მიმართული. აქვე იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლების მიდგომიდან გამომდინარე მოკლე დროში მოხდება ქალთა და მამაკაცთა შორის სახელფასო სხვაობის მინიმალურ ზღვარამდე დაყვანაც და ადამიანები მხოლოდ იმიტომ არ დაიჩაგრებიან რადგან ქალები არიან- როგორც თქვენ თავად განაცხადეთ.

ის ფაქტი, რომ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომრეობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება თქვენს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ერთ ერთი ძირითადი მიმართულებაა, გვაძლევს იმედს, რომ არსებული პრობლემების გადაწყვეტის განხორციელებას უახლოეს მომავალში დაიწყებთ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი

mtavroba

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.