Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირები VS IRI

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება IRI-ს ბოლო კვლევას, ისევე როგორც ყველა წინამორბედს უნდობლობას უცხადებს.

გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი განცხადებას ავრცელებს.
“მიუხედავად იმის, რომ ყოველი მეოთხე გამოკითხული ენდობა პროფკავშირს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ პარტიებს, ყველას ერთად აღებულს ენდობა გამოკითხულთა 34% და პროფკავშირს 25%, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდია იმ გამოკითხულთა რაოდენობა რომელთაც არ აქვთ ჩამოყალიბებული აზრი პროფკავშირზე, რადგან არ იციან და არ იცნობენ მას და აღნიშნული კვლევა “ინსტიტუტის” მცდელობის მიუხედავად არცთუ ნეგატიურ რანგში წარმოაჩენს პროფკავშირს, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ IRI-ს კვლევებში ჩამოთვლილ ინსტიტუციებს შორის პროფკავშირების მოხსენიება არის სისულელე, ბიზნესისა და ნეოლიბერტარიანიზმის მოლობირე და პროფკავშირების მოძულე (არა მარტო საქართველოს, ამერიკის და ზოგადად პროფკავშირის) რესპუბლიკური ინსტიტუტის მიზანმიმართული ქმედება რათა აჩვენონ, რომ ჩამონათვალში ვართ ბოლო ადგილზე. თან საინტერესო ისაა, რომ პირადად როდესაც ვუსვამ კითხვებს IRI-ს მესვეურებს საქართველოში თუ ამერიკაში, ჩემს პოზიციას ეთანხმებიან და ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი არ აქვთ, მაინც იგივეს იმეორებენ.
აი კითხვები და არგუმენტები, შეფასება თავად გააკეთეთ:
1) რატომ არ წერია ბიზნეს ასოციაციის რეიტინგი თუ ვიკვლევთ და ვწერთ პროფკავშირისას?!
2)ამ სლაიდზე ჩამოთვლილი ინსტიტუციებიდან ყველა მათგანი ან სრულად ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და რამდენად ლოგიკურია, რომ პროფკავშირს რომელსაც არასდროს უსარგებლია სახელმწიფო ბიუჯეტით (ანუ გარანტირებული დაფინანსებით) იყოს ამ ჩამონათვალში?
3) პროფკავშირები არის არასამთავრობო ორგანიზაცია და რატომ არ არის სხვა NGO-ების რეიტინგი და რატომ არ არიან ისინი აღნიშნულ ჩამონათვალში.
4) მე არ დავასახელებ ზოგიერთ ინსტიტუციას ამ ჩამონათვალიდან მაგრამ, საზოგადოების ნდობა და საერთოდ ცნობადობა რამდენად აქვთ ესეც თქვენ განსაჯეთ.
5) ჩვენც ჩავატარეთ კვლევა და IRI-სადმი ნდობა 1% არ სცდება…”

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.