საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ დიდი დანაკლისი განიცადა. მომსახურების სფეროს, კომუნალური და ბანკების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე მალხაზ ღონიაშვილი გარდაიცვალა.
მალხაზ ღონიაშვილი გამორჩეული თვისებების მქონე ადამიანი იყო. ის მუდმივად თანადგომას იჩენდა მათ მიმართ ვინც ამას საჭიროებდა და უანგაროდ გასცემდა სიკეთესა და სითბოს.
მისი პროფკავშირული მოღვაწეობა მეტწილად სს “თელასს” უკავშირდება, სადაც მას დიდი წვლილი მიუძღვის, თანამებრძოლებთან ერთად, ქვეყანაში ერთ ერთი ყველაზე სამართლიანი და ძლიერ პროფკავშირული ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში, რომელიც დამსაქმებლისა და დასაქმებულების ცივილიზებულ ურთიერთობას დაეფუძნა. მაგრამ წარმატებას წინ ხანგრძლივი და რთული გზა უძღოდა.
საქართველოს პროფკავშირების მოძრაობამ, მალხაზ ღონიაშვილის სახით დაკარგა უღალატო თანამებრძოლი, დასაქმებულთა ინტერესების ერთგული დამცველი, მეგობარი და ღირსეული ადამიანი.