Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირებმა სს”რკინიგზა”-ს სასამართლო დავა მოუგო!

პროფესიული კავშირების გაერთიანებამ სს”საქრთველოს რკინიგზა”ს სასამართლო დავა მოუგო. სამწლიანი პროცესი დასაქმებულების სასარგებლოდ დასრულდა.

2014 წელს სს,,საქართველოს რკინიგზა”-მ სამსახურიდან გაათავისუფლა ფილიალ ,,გლობალ ბიზნეს სოლუჟენსის” ორი თანამშრომელი – გაგა გიორგაძე და თამაზ ჭყონია. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც ახსნილი იყო რკინიგზაში მიმდინარე ტექნოლოგიური ცვლილებებით, პროფკავშირებმა უსამართლოდ მიიჩნია და ბრძოლა სამართლებრივი გზით დაიწყო.

სამწლიანი სასამართლო პროცესი, პროფესიული კავშირების და დასაქმებულების სასარგებლოდ დასრულდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ასმათ კოხრეიძემ ფაქტობრივ გარემოებად დაადგინა დასაქმებულების მიმართ პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაცია. ამასთანავე, ბათილად ცნო 2014 წლის სს “საქართველოს რკინიგზის” ბრძანება სამსახურიდან ჭყონიას და გიორგაძის გათავისუფლების შესახებ და მოსარჩელეთა სასარგებლოდ, რკინიგზას 22 700 ლარის კომპენსაციის სახით გადახდა დააკისრა.

რკინიგზელების ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი ნია ნაყეური იცავდა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.