Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირებში საპირველმაისო სამზადისია

დღეს 1 მაისი –  დასაქმებულთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეა! ამ დღეს პროფკავშირები ტრადიციული მანისფესტაციით აღნიშნავენ. შეკრება ვარდების მოედანზე 15:30 საათზე დაიწყება, მსვლელობა კი 16:00  საათზეა დაგეგმილი. მას პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის და სტუდენტური მოძრაობის წევრებიც შეუერთდებიან, რომლებიც ფილარმონიდან  15:00 საათზე ვარდების მოედნისკენ წამოვლენ, 16:00 საათზე უკვე ერთიანი მანიფესტაცია მსვლელობით რუსთაველის გამზირს ჩაივლის და 17:00 საათზე თბილისის პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაში გადაიზრდება.

პარლამენტის წინ შეკრებილებს ირაკლი პეტრიაშვილი და სხვადასხვა დარგობრივი ორგანიზაციის ლიდერები მიმართავენ. დემონსტაციის დასასრულ მიიღებენ მანიფესტს, რომელიც საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს გადაეგზავნება. დღეს საქართველოს პროფკავშირები ახალი გამოწვევების წინაშე დგას და შესაბამისად, ამ დღეს უფრო მწვავედ დგება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც წლის განმავლობაში მშრომელებს, სტუდენტებსა თუ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს ყოველდღიურად უგროვდებათ.

პროფესიული კავშირების წევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ შრომის კოდექსში 2013 წელს შეტანილი ცვლილებების იმპლემენტაცია სამუშაო ადგილებზე დღემდე სრულად არ ხდება. სწორედ ამ ცვლილებების მონიტორინგი და დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა უნდა ევალებოდეს ქმედით შრომის ინსპექციას. მონიტორინგის განმახორციელებლი ძლიერი ორგანოს არ არსებობა და პრევენციული ზომების დეფიციტია იმ რთული მდგომარეობის მიზეზი, რომელიც ქვეყანაში შრომის დაცვის კუთხითაა, მხოლოდ 2014 წელს საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 41 და დაშავდა 66 დასაქმებული, ბოლო 4 წლის მონაცემებით გარდაცვალების შემთხვევების დინამიკა მზარდია. თუმცა ამის მიუხედავად, ხელისუფლება არ იჩენს ნებას შექნას შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ქმედითი შრომის ინსპექცია.

აქციაზე ყურადღება გამახვილდება კოლექტიური მოლაპარაკებებისა და სოციალური დიალოგის აუცილებლობაზე და სამწუხარო ფაქტზე, რომ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა, რომელიც პირველად გასული წლის 1 მაისს გაიმართა, მის შემდეგ აღარ შეკრებილა. დასაქმებულები დღემდე არ არიან დაცული პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციისაგან.  დაბალი ხელფასების ფონზე, დასაქმებულების ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა ლარის კურსის გაუფასურებამ. ექსპერტული შეფასებით 20–30%–ით შემცირდა მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიანობა. კრიზისული სიტუაციის დასაძლევად და მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა განხორციელდეს ხელფასების ადეკვატური მატება. ამავდროულად ქვეყანაში კვლავ მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა, მაღალია უმუშევრობის დონე.  პრემიერის გასული წლის დაპირების მიუხედავად 1 მაისი უქმედ დღემდე არ გამოცხადებულა.

1 მაისი – ისტორია

დასაქმებულთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს – 1 მაისს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ყოველწლურად ხალხმრავალი მანიფესტაციით აღნიშნავს. საქართველოში კვალავ დღის წესრიგშია ის პრობლემები, რის გამოც მეორე ინტერნაციონალის პარიზის კონგრესმა (1889წ.) ამ დღეს დემონსტრაციების ჩატარების დადგენილება მიიღო. ორი საუკუნის წინ პროფკავშირები 8 საათიან სამუშო დროს ითხოვდნენ და ეს მოთხოვნა საქართველოში სამწუხაროდ ისევ აქტუალურია. პროფკავშირები მსოფლიოს მასშტაბით საპირველმაისო მსვლელობებით სოლიდარობას გამოხატავენ იმ მუშების მიმართ, რომლებიც ჩიკაგოში, 1886 წელს საკუთარი უფლებების დასაცავად ქუჩებში გამოვიდნენ და გაფიცვისას დაწყებული არეულობის და დარბევისას  დაიღუპნენ.აpir

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.