Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირის გორის ოფისმა სააპელაციო სასამართლოც მოიგო

IMG_3450დღეს საქართველოოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გორის ოფისმა და ოფისის ადვოკატმა, კახა კალმახელიძემ, საქართველოს სააპელაციოო სასამართლოში მორიგი პროცესი მოიგო და გორის მუნიციპალიტეტიდან უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების: ირმა პაპუნაშვილისა და იზოლდა კოკაურის სასამართლოს გზით სამსახურში აღდგენა უკვე მეორედ მოხერხდა. თუკი გორის მუნიციპალიტეტმა საქმე ამჯერად უზენაეს სასამართლოს არ გადასცა, ზემოთაღნიშნული ორი ადამიანი ერთ თვეში საკუთარ სამსახურებს დაუბრუნდებიან.
მოსამართლე ნინო ქადაგიძემ ნაწილობრივ შეცვალა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება. გორის სასამართლოში არარად იქნა ირმა პაპუნაშვილის და იზოლდა კოკაურის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება. იმ შემთხვევაში სამართლებრივი პრეცედენტი შექმნა გორის რაიონის სამართლომ. თუმცა, მაშინ საკამათო იყო ჰქონდა თუ არა გორის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეს იმის კომპეტენცია, რომ სამსახურიდან გაეთავისუფლებინა ეს თანამშრომლები.
“ამჟამად კი სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შესაძლებელია საკრებულოს თავმჯდომარეს კომპეტენცია ჰქონდა, თუმცა ეს ორი ადამიანი მაინც უკანონოდ გათავისუფლებულად ჩაითვალა და სამსახურში აღადგინა. იმედი გვაქვს, რომ საქმე აღარ გადაეცემა უზენაეს სასამართლოს და ერთ თვეში ეს ადამიანები სამსახურებს დაუბრუნდებიან. ჩვენი ოფისი შომდგომშიც ყოველთვის ეცდება სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების დახმარებას. პროფკავშირის მთავარი ფუნქცია სწორედ დასაქმებულთა უფლებების დაცვა გახლავთ“ – განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გორის ოფისის ადვოკატმა, კახა კალმახელიძემ.
ირმა პაპუნაშვილი, პროცესის ერთ–ერთი მოპასუხე: “გორის მუნიციპალიტეტისგან რაკი იყო გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივბრებული, ვიცოდი რომ მოსამართლის მხრიდან ადვილი არ იქნებოდა ჩვენი სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მოსამართლე დადგა კანონისა და სამართლიანობის მხარეზე და გვითხარია, რომ ქართულ სასამართლოში ასეთი კარგი პრეცედენტები ხდება. ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას, რომელიც ბოლომდე დაგვიდგა გვერდში და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პროფკავშირი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელმაც არ მიგვატოვა გაჭირვებაში იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა. ახლა უკვე დავრწმუნდი, რომ საქართველოში მართლაც ნამდვილი პროფკავშირი ყოფილა!“.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.