Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირის ქალთა კომიტეტის პირველი შეკრება მიმდინარე წელს

მიმდინარე წლის 10 იანვარს, პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის წლის პირველი შეკრება გაიმართა, რომელშიც პროფკავშირს დარგების ქალთა ორგანიზაციებიც იღებდნენ მონაწილეობას.

შეკრების მონაწილეებმა შეაჯამეს გასული 2013 წლის მუშაობის შედეგები. ყურადღება იქნა გამახვილებული პროექტის: “გადაწყვეტილება უკეთესი მომავლისათვის“ მიმდინარეობის საკითხებზე. მოსმენილ იქნა ინფორმაციები საქართველოს ქალაქებში: გორში, თელავში, რუსთავში ჩატარებული სემინარების შესახებ.

მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის ქალთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია შავიშვილმა, დარგში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და პროექტის ფარგლებში: “გადაწყვეტილება უკეთესი მომავლისათვის“ – ჩატარებულ სემინარების მოსალოდნელ დადებით შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაცია შპს “დემეტრე 86“–ში მიმდინარე პროცესებზე.

1

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.