Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირული მოძრაობა მსოფლიოში

მსოფლიო ისტორია პროფკავშირული მოძრაობის ისტორიაც არის. თავისი მრავალფეროვნებით და დრამატიზმით პროფკავშირულ მოძრაობას ცოტა ვინმე თუ უწევს კონკურენციას. დღეს პროფაქტივობა კვლავ მსოფლიოს საზოგადოებრივი განვითარებისთვის იღწვის. ამ მოღვაწეობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პრფგაერთიანებებს საკუთარი წვლილი შეაქვთ. საქართველოს საზოგადოებრიობის სმჯავროზე წარმოვადგენთ რა პროფმოძრაობის  სამყაროს, ვიმედოვნებთ რომ ცალკეული ქვეყნების გამოცდილება საინტერესო და სასარგებლო იქნება საქართველოს მშრომელთათვის.

პროფკავშირები ამერიკის შეერთებულ შტატებში

ამერიკაში პროფკავშირულ მოძრაობას ხანგრძლივი ისტორია აქვს.პირველი ჩრდილო ამერიკული პროფგაერთიანება შეიქმნა 1881 წელს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის პროფესიული და მუშათა კავშირების ფედერაცია. ეს გაერთიანება 1886 წელს გარდაიქმნა შრომის ამერიკულ ფედერაციად.

1938 წელს დაფუძნდა მეორე საერთოეროვნული მასშტაბის პროფგაერთიანება – სამრეწველო პროფკავშირების კონგრესი.

1955 წელს განხორციელდა ამ ორი უდიდესი პროფგაერთიანების შერწყმა, რომელმაც მიიღო სახელი შრომის ამერიკული ფედერაცია-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესი. ამ პროფგაერთიანებას ფართო საერთაშორისო კავშირები გააჩნია. იგი გაერთიანებულია პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციაში. შრომის ამერიკული ფედერაციის-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესის მიერ 1962 წელს დაფუძნდა თავისუფალი პროფკავშირების განვითარების ამერიკული ინსტიტუტი, რომელიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პროფკავშირთან თანამშრომლობს.

ამჟამად შრომის ამერიკული ფედერაცია-სამრეწველო პროფკავშირების  კონგრესში 14.5  მილიონი  მუშაკზე  მეტია  გაერთიანებული  -ესაა  ამერიკის  შეერთებული  შტატების    შრომის  სამდივნოს  ფედერალური  სტატისტიკური  ბიუროს  ოფიციალური  ყოველწლიური  მონაცემი, რომელიც  1983  წლიდან  რეგულარულად  ქვეყნდება.

აღსანიშნავია  რომ  1983  წელს  დასაქმებულთა  მთელი  კონტიგენტიდან  სხვადასხვა  პროფკავშირულ  ორგანიზაციაში  გაერთიანებული  იყო  დასაქმებულთა  20.1%,  1991  წელს  დასაქმებულთა  17.5%, ხოლო  სადღეისოდ  დასაქმებულთა  მხოლოდ  11.3%.

ისიც არის აღსანიშნავი,  რომ  კოლექტიური  შრომითი  ხეკლშეკრულებებით  ამერიკის  შეერთებულ  შტატებში   სარგებლობს  დასაქმებულთა  17%.

მრავალრიცხოვანი   წევრებით  გამოირჩევიან ამერიკული    პროფკავშირები  სადაც  გაერთისანებული   არიან  საბარგო  ავტომობილების   მძღოლები  და  საწყობების  მტვირთავები, საჯარო  მოსამსახურეები, კვების მრეწველობისა და ვაჭრობის  მუშაკები, საავტომობილო, სასოფლო-სამეურნეო  მანქანების, ელექტროტექნიკისა  და   აეროკოსმოსური  ტექნიკის  მწარმოებელი  მუშები, მომსახურების  სფეროს  მუშაკები. ყველაზე მაღალი  პროცენტული  მაჩვენებელი  პროფკავშირის  წევრობისა  აქვთ  განათლების,  პროფესიული  მომზადების მუშაკებსა და  ბიბლიოთეკარებს,  რომელებიც  გაერთიანებული  არიან  განათლების  ეროვნულ  ასოციაციაში, სადაც  ამ  დარგების  მუშაკთა  35.3%-ია  გაწვრიანებული. პროფკავშირები  ძლიერია  მაღაროელთა,    ელექტრორადიიო  და  მანქანათმშენებლობის  მუშებს  შორის. პროფკავშირის  წევრების დემოგრაფიული  მონაცემები  კი  ასეთია: დასაქმებულ  წევრთა  11,9%  მამაკაცია, ხოლო  დასაქმებულ  წევრთა   10,5%  ქალია.

ყველაზე  მაღალი   პროცენტული მაჩვენებული  პროფკავშირებში  გაწევრიანებისა  მაინც არის  საჯარო  სექტორში  35,3% ,მაშინ როცა   კერძო  სექტორში  მათი  რიცხვი  სულ  რაღაც  6,7%-ია.

პროფკავშირებში  შედარებით  აქტიურად  წევრიანდებიან  აფროამერიკელები, ხოლო შემდეგ  თეთრი ამერიკელები,  აზიური და  ლათინო  ამერიკული  წარმოშობის  პირები.

ამერიკული  პროფკავშირული  აქტივში  უნდა ჩაითვალოს ის  რომ, პროფკავშირი  წევრი  დასაქმებულების  საშუალო  ყოველკვირეული  ხელფასი  სრული  სამუშაო დღის  გათვალისწინებით  950 აშშ  დოლარს  შეადგენს, მაშინ  როცა ანალოგიურ  პირობებში დასაქმებული  პროფკავშირების  არაწევრთა  საშუალო  ყოველკვირეული  ხელფასი  სრული  სამუშაო  დღის  გათვალისწინებით  მხოლოდ  750 აშშ  დოლარია. ამერიკული  ეკონომიკის   ფუქცნიონირება  დღეს  კვლავ  პროფკავშრული  აქტივობის  ნიშნით არის  აღბეჭდილი.     შრომის  ამერიკული  ფერდერაცია-სამრეწველო  პროფკავშირების  კონგრესი  მნიშვნელოვანი  საციალური  ძალაა   ამერიკულ    საზოგადოებაში. ამერიკული  პროფკავშირული  მოძრაობის  დიდი  მნიშვნებლობა  და  განსაკუთრებული  ღვაწლი   ქვეყნის  საერთი  პროგრესში  არაერთხელ  აღუნიშნავს  ამერიკის  შეერთებული  შტატების  პრეზიდენტს  ბარაკ  ობამას. ამერიკული  პროფაქტივობა  გრძელდება.

დავით  არაბიძეsolidar

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.