საერთაშორისო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს ახალგაზრდული კომიტეტის წევრად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის ხელძღვანელი, რაისა ლიპარტელიანი აირჩიეს.
PERC -ის რიგით მეოთხე ახალგაზრდული კონფერენცია საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართა. კონფერენციას ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ. ორი დღის განმავლობაში, ახალგაზრდული კომიტეტის შეხვედრაზე მონაწილეებმა საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის (ITUC) -ის მთავარი პროგრამა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
PERC -ის ახალგაზრდული კომიტეტის პრეზიდენტის პოსტი მოლდოვის წარმომადგენელმა დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან , PERC-ის ახალგაზრდული კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი ლაშა
ბლიაძე გახდა.