საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ და მსოფლიო პროფკავშირების ქალთა კომიტეტის წევრმა რაისა ლიპარტელიანმა, მოლდოვაში, გენდერული თანასწორობის მდგომარეობის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ ორდღიან სესიაში მიიღო მონაწილეობა.
მთავარი თემები, რაზეც კონფერენციაზე იმსჯელეს: მოწყვლადი ჯგუფები და გენდერული ანაზღაურება/პენსია და სხვა ხარვეზების აღმოფხვრის პოლიტიკა იყო.
მონაწილეებმა ერთმანეთთან საკუთარ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს და მათ პროფკავშირულ საქმიანობაში თანასწორობის სტრატეგიებისა და პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია გაუცვალეს.
რაისა ლიპარტელიანმა გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოში არსებულ მდომარეობაზე, სახელფასო სხვაობაზე, დეკრეტული შვებულების პრობლემაზე და ზოგადად, შრომით ბაზარზე არსებულ უთანასწორობაზე ისაუბრა.
კონფერენციას პერკის ქალთა კომიტეტის შემადგენლობა და მსოფლიოს წამყვანი პროფკავშირული ორგანიზაციები ესწრებოდნენ.