Search
Close this search box.
Search
Close this search box.

რკინიგზაზე გაფიცვა დასრულდა. რა შედეგებს მიაღწია რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა

რკინიგზაზე მიმდინარე რვადღიანი სრულმასშტაბიანი გაფიცვა ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ დასრულდა. 2–3 დეკემბრის განმავლობაში რკინიგზის ადმინისტარციასა და პროფკავშირს შორის თითქმის 14 საათის მანძილზე მიმდინარეობდა დასკვნითი  მოლაპარაკებები და 3 დეკემბრის დილას, 07:30 საათზე საბოლოოდ შეთანხმდა ტექსტი და პროფკავშირებმა ეს ტექსტი გააცნეს ყველა რაიონში, ყველა ფეპოში და ყველა სამსახურში გაფიცულ რკინიგზელებს და მხოლოდ მაშინ, როდესაც გაფიცულთა უმრავლესობა დაეთანხმა აღნიშნულ კომპრომისულ ტექსტს,  ხელი მოაწერა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ.

ამ შეთანხმების მიღწევაში  და მოლაპარაკების წარმართვასა და დასრულებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს, რომელიც მთელი თავისი დრო დაუთმო რკინიგზაში მიმდინარე მოვლენებს, რადგან რკინიგზა არის სტრატეგიული ობიექტი მთელი ქვეყნისათვის და საჭირო იყო ყველა იმ ადამიანის მობილიზება, ვისაც რაღაცა დადებითის გაკეთება შეეძლო.

მოლაპარაკებებში ასევე ჩართული იყო რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭის თავმჯდომარე, კონსტანტინე გუნცაძე, რკინიგზის გენერალური დირექტორი, ირაკლი ბახტაძე და დირექტორთა საბჭოს სხვა წევრები. ასევე უნდა აღინიშნოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან დაბალანსებული, ნეიტრალური მიდგომა, რამაც გაფიცვის დასრულებაზე დადებითად იმოქმედა.

გაფიცვა საკმაოდ მაღალი სტანდარტებით იყო ჩატარებული და პროფკაცშირები დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდა გაფიცვის წარმართვის პროცესს, რათაა მოქმედებები ყოფილიყო კანონის ჩარჩოები მოქცეული.

შეთანხმება რა თქმა უნდა ეფუძვნება კომპრომისს და ის 100%–ით შეიძლება არც ერთ მხარეს არ აკმაყოფილებდეს, მაგრამ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მის წევრ რკინიგზელთა ახალ პროფკავშირთან ერთად აცხადებს, რომ ამ შეთანხმებით დასაქმებულთა პირობების სერიოზულ გაუმჯობესებას მიაღწია.

რას მიაღწია პროფკავშირმა?

  1. მე–13 ხელფასი რკინიგზელების მიერ მოთხოვნილი იყო 100%–ით და საბოლოოდ მოხერხდა 50%–ზე შეთანხმება. ეს თანხები რკინიგზელებზე ახალი წლისთვის გაიცემა (მანამდე საუბარი იყო ხელფასის 25%–ის საშობაოდ გაცემაზე)
  2. ის საფრთხე, რომელსაც ახალი სახელფასო სისტემა ქმნიდა (რაშიც გარკვეულ პოზიებზე ხელფასების შესაძლო შემცირება იგულისხმება) მოლაპარაკების შემდეგ ჩაიდო მყარი გარანტიები, რომ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები შემცირებისგან დაცულები იქნებიან. ეს ხელფასი გარანტირებული აქვთ ახალი სახელფასო სისტემის შემოღების პირობებშიც. დასაქმებულები ან შეინარჩუნებენ სახელფასო განაკვეთს, ან გაიუმჯობესებენ მას.
  3. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლები დამსაქმებელთან ერთად შექმნიან ერთობლივ საპრეტენზიო კომისიას, რომელიც განიხილავს ახალი სახელფასო და საპრემიო სისტემების დანერგვის პროცესში წამოშობილ პრობლემებს და აქედან გამოტანილი დასკვნებით რეკომენდაციით მიმართავენ რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს.
  4. ასევე შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც იქნება ორმხრივი (პროფკავშირი და დამსაქმებელი) შემადგენლობით და ის პრევენციას მოახდენს გაფიცვის შემდეგ მომხდარი დაძაბულობისა და დამსაქმებლის მხრიდან გაფიცულზე შესაძლო შურისიებისა.
  5. შეთანხმებით მიღწეულ იქნა ისიც, რომ მემანქანეებისათვის (როგორც უკლასო, ასევე 1–2–3 მესამე თანრიგის მემანქანეებისათვის და მათი თანაშემწეებისათვის) დანამატები შემოიღება, რაც რკინიგზელების დიდი ხნის მოთხოვნა იყო. (კლასის ჩინისა და დამსახურების მიხედვით დანამატები). მაგალითად: მესამე–მეორე და პირველი კლასის მემანქანეებისათვის ყოველთვიურად ანაზღაურდება ხელფასის 5–10– და 15%. (დაახლოებით 70–110–180 ლარი) ეს დანამატი შენარჩუნდება ახალი სახელფასო სისტემის შემოღების შემდეგაც და ეს ასახვას ჰპოვებს სახელფასო განაკვეთში.

სამწუხაროდ ვერ მოხდა შეთანხმება ზეგანაკვეთური ტარიფის ანაზღაურებაზე და სამუშაოს ნორმირებულ დროსთან დაკავშირებით და ეს მინდობილი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს. პროფკავშირს სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი ამასთან დაკავშირებით და იმედია სასამართლო დასაქმებულთათვის დადებით  გადაწყვეტილებას მიიღებს.

აქვე გთავაზობთ შეთანხმების ამსახველ დოკუმენტს:12

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.