Search
Close this search box.
Search
Close this search box.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ლიდერის გამოსვლა ILO-სა და ITF-ის ერთობლივ კონფერენციაზე

რა პრობლემების წინაშე დგანან დღეს რკინიგზელები და რა ქმედებებს ახორციელებს ახალი პროფკავშირის წინააღმდეგ რკინიგზის ადმინისტრაცია? ამ საკითხებს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის  თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ საკმაოდ ვრცელი სიტყვა დაუთმო შრომის  საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) და მსოფლიოს ტრანსპორტის მუშაკთა ფედერაციის (ITF) ერთობლივ კონფერენციაზე გამოსვლისას. კონფერენცია ქალაქ ბაქოში გაიმართა და მასში მონაწილეობა 14 -მა ქვეყანამ მიიღო.

12082823_1082229095128116_470095165_oვიტალი გიორგაძის გამოსვლა წინა ხელისუფლების პერიოდის გახსენებით დაიწყო, როცა უხეშად ილახებოდა დასაქმებულთა უფლებები და აქტიურად მიდიოდა პროფკავშირული ორგანიზაციების ნგრევა. გიორგაძის თქმით, ეს პრაქტიკა პირდაპირ უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას, ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის შეცვლის შემდგომ კი, როცა გადაიხედა არსებული შრომის კოდექსი, დასაქმებულთა ბრძოლას საკუთარი უფლებებისათვის, აზრი მიეცა. სწორედ 2012 წლის ოქტომბერში დაიწყო რკინიგზელთა ნაწილმა კანონიერი დავა დამსაქმებელთან ღირსეული სამუშაო პირობებისათვის,  ეს ნაწილი კი  შემდეგ “რკინიგზელთა ახალ პროფკავშირად” ჩამოყალიბდა.

გიორგაძემ დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროცესის შესახებ, რაც “რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა” გაიარა, მათ შორის პროფკავშირის თავმჯდომარის არჩევნების შესახებ, სადაც კანდიდატად წარდგენილ გიორგაძეს რკინიგზის ადმინისტრაციამ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დატოვება მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ ადმინისტრაციამ ღიად დაიწყო გიორგაძისა და სხვა რკინიგზელების დევნა და არჩევნების გაყალბების პროცედურები, რაც საბოლოოდ, ადმინისტრაციის სასარგებლოდ დასრულდა. მიუხედავად ამისა, რკინიგზელებმა შეძლეს დამოუკიდებელი და მებრძოლი პროფკავშირის ჩამოყალიბება, რომელიც მართლაც დასაქმებულთა ინტერესებზე იქნებოდა ორიენტირებული. 2013 წლიდან, რკინიგზელთა ახალი პროგკავშირის რიგები 6000 მდე რკინიგზელმა დაიკავა, რასაც ადამინისტრაციისათვის კოლექტიური ხელშეკრულების წარდგენა და პროფკავშირის სოციალურ პარტნიორად აღიარების მოთხოვნა მოჰყვა.

“სამწუხაროდ, დაგვჭირდა  ორი სრულმაშტაბიანი გაფიცვის განხორციელება, მათ შორის 8 დღიანი გაფიცვისა – 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში, რომლის შედეგადაც  რკინიგზაზე დაწესდა მეტ-ნაკლებად სამართლიანი საპრემიო სისტემა,  ელმავლის მემანქანეებისთვის კლასის მნიშვნელოვანი დანამატი ხელფასზე, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში დასაქმებულთათვის 10 დღიანი დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება, ანაზღაურებადი ღამისა და სადღესასწაულო საათები და ა.შ” – განაცხადა გიორგაძემ წარმოთქმულ სიტყვაში.

მიუხედავად ამ წარმატებებისა, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის გამოსვლაში საუბარი იყო იმ დევნაზეც, რასაც რკინიგზის ადმინისტრაცია ამ მოვლენების საპასუხოდ ახორციელებდა და დღემდე ახორციელებს: “გამუდმებით განვიცდით სასტიკ ზეწოლებს რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან. გაფიცვის შემდგომ, სამსახურიდან გაანთავისუფლეს ჩვენი პროფკავშირის  რამდენიმე დამფუძნებელი,  პირველადი პროფორგანიზაციის თავმჯდომარეები და მათი ოჯახის წევრები.   დღემდე გამძაფრებულად მიმდინარეობს გაუგონარი ზეწოლები რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრ რკინიგზელებზე და შაბლონური განცხადებებზე იძულებით  ხელის მოწერის გზით, ისინი გადაჰყავთ მათივე მართული პროფკავშირის რიგებში, რომელიც არათუ იცავს რკინიგზელებს, არამედ ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურადაა ჩაბმული რკინიგზელების მიერ მოთხოვნების მისაღწევად განხორციელებული საპროტესტო ბრძოლის ჩახშობაში, დემოკრატიული პროფკავშირული მოძრაობის დისკრედიტაციაში”.

ვიტალი გიორგაძემ ასევე ისაუბრა ქვეყნისთვის რკინიგზის მნიშვნელობაზე ეკონომიკური კუთხით. მან აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზა ქვეყნის ბიუჯეტისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია. მის გამოსვლაში ხაზი გაესვა ადმინისტრაციის და პროკავშირების სამომავლო ურთიერთობასაც. “მიუხედავად ჩვენს წინაშე მდგარი უამრავი პრობლემისა და გამოწვევებისა,  მიგვაჩნია, რომ მომავალში რკინიგზის ადმინისტრაცია უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს დასაქმებულებს და ძალადობრივ  და მავნებლურ მმართველობას შეცვლის სამართლიანი და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკით.  ამ ყველაფგერს კი და მეთოდური ბრძოლა და მუშაობა სჭირდება”.

გიორგაძის თქმით, ადმინისტრაცია ცდილობს დაასუსტოს ნამდვილი მუშათა მოძრაობა და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ და გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს დამოუკიდებელი და დემოკრატიული მშრომელთა მოძრაობის მხარდაჭერა საქართველოში.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.