რკინიგზის დეპარტამენტთან აქცია მუშების სასიკეთოდ დასრულდა. 12-დღიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და 12-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ჩინური კომპანიის ადმინისტრაციამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ შეასრულებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც დასაქმებულები უყენებდნენ. ზვარესა და ქვიშხეთის გვირაბებში დასაქმებული მუშები შესაბამის შრომით ანაზღაურებას, შვებულებას და შესაბამის პირობებს მოითხოვდნენ. შეთანხმება ოფიციალურად დღეს გაფორმდება.
შეგახსენებთ, ჩინურ კომპანიაში დასაქმებული მუშები რკინიგზის დეპარტამენტთან უკვე უკიდურესი ზომისთვის მიმართვას და შიმშილობის აქციის დაწყებას გეგმავდნენ. სოფელ ზვარეში,საქართველოს რკინიგზის დაკვეთით, ჩინური რკინიგზის 23-ე ბიურო წყვილლიანდაგიანი სარკინიგზო ლიანდაგისა და გვირაბის მშენებლობას აწარმოებს. პროექტზე დასაქმებული მუშების გაფიცვა რკინიგზლეთა ახალი პროფკავშირის ორგანიზებით და საქართველოს პროფკავშირების გაერთინების მხარდაჭერით მიმდინარეობდა.