Search
Close this search box.
Search
Close this search box.

“რუსმეტალის“ თანამშრომლებმა აქცია გამართეს

რუსთავში, მინიმეტალურგიულ საწარმო “რუსმეტალთან“ ქარხნის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ სამი თვის ხელფასი აქვთ ასაღები, 25 თებერვლიდან კი წარმოება საერთოდ გაჩერდა და უმუშევრად დარჩნენ.

ისინი საწარმოს ხელმძღვანელობისგან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვდნენ.

“რუსმეტალის“ წარმოების დირექტორის ბიძინა მინდელის განცხადებით, იმის გამო, რომ ქარხანა 100%-ით ექსპორტზეა დამოკიდებული და სახელმწიფოს მათ მიმართ დღგ-ს სახით დავალიანება დაუგროვდა, ხელფასებს ვერ ისტუმრებენ. მისივე თქმით, ენერგოკომპანიამ დავალიანების გამო მათ დენი გაუთიშა და იძულებულები გახდნენ ქარხანა გაეჩერებინათ.

“ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ფინანსთა სამინისტროსთან დავალიანების დაბრუნების თაობაზე და იმედი გვაქვს, რომ ერთ კვირაში მუშებს ხელფასებს დავურიგებთ“, – განაცხადა ბიძინა მინდელმა.rusmetal.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.