Search
Close this search box.
Search
Close this search box.

”აზოტთან” აქცია საერთაშორისო პროფკავშირების მონაწილეობით შედგა

16602241_10154581833588073_9110930797734248380_o16602247_10154581830603073_6285970802157031773_o16664927_10154581830408073_6771908059648782125_o16665086_10154564475778073_5521981292956131913_o16700702_10154581837278073_5067354427819669659_o16722720_10154581835973073_270356414734673307_o16665770_10154581836378073_6172048783900320623_o16716111_10154581832108073_3493464078026385954_oაქციის მონაწილეებს დღეს ყირგიზეთის, ბელორუსიის, სომხეთის პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, ასევე ინდუსტრიულ სფეროში დასაქმებულთა გლობალური კავშირის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

პროტესტის მე-16 დღე აზოტში. დღეს ქარხნიდან გათავისუფლებულ მუშებთან შესახვედრად და მათთვის სოლიდარობის გამოსახატად საქართველოში სხვადასხვა ქვეყნების პროფკავშირების წარმომადგენლები ჩავიდნენ. აზოტელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს ყირგიზეთის სამთო-მეტალურგიული პროფკავშირის წარმომადგენლებმა, სომხეთის მეტალურგთა პროფკავშირის თავმჯდომარე ედუარდ ფახლევანიანმა და ბელორუსიის დამოუკიდებელი პროფკავშირის წარმომადგენლებმა. მათ მონაწილეობა საპროტესტო აქციაში მიიღეს, რომელიც “რუსთავის აზოტი”-ს ქარხანასთან შედგა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ დარგიბრივი პროფკავშირების, სტუდენტური და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები

ინდუსტრიულ სფეროში დასაქმებულთა გლობალური კავშირის წარმომადგენლის, ვადიმ ბორისოვის განცხადებით, თუ საქართველოს აქვს პრეტენზია იმისა, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფულებიანი წევრი, მაშინ უნდა შეიცვალოს მიდგომები დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულების მიმართ.
”თუ საქართველოს აქვს პრეტენზია ევროკავშირზე, მაშინ დამსაქმებლის ამგვარი მიდგომით საქართველოს მთავრობას დიდხანს მოუწევს რიგში დგომა, იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. თუ ჩვენ ვიღებთ ევროკავშირის ქარტიას, ეს პირველ რიგში არის ადამიანის შრომისადმი პატივისცემა, სოციალური გარანტიები, შრომის ღირსეული ანაზღაურება. თუ საწარმო იკეტება და იცვლება საკუთრების ფორმა, მაშინ ხდება ღირსეული კომპენსაციების გადახდა საწარმოში დასაქმებულებისთვის. ხდება ადამიანების გადამზადება იმისათვის, რომ მათ შეძლონ სადმე დასაქმება. აქ კი 350 ადამიანი გარეთ გამოაგდეს. სად იშოვიან ისინი სამუშაოს”, – აცადებს  ვადიმ ბორისოვმა.

სააქციო საზოგადოება ”აზოტიდან” გათავისუფლებული მუშები და პროფკავშირები უკვე მე-16 დღეა, რაც ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეების და სამსახურიდან გათავისუფლებული მუშების განცხადებით, ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ ვიდრე მათი სამსახურში უპირობოდ დაბრუნება არ მოხდება. აქციის მონაწილეები ასევე კატეგორიულ უარს აცხადებენ, იმ სამი თვის 500-ლარიანი კომპენსაციის მიღებაზე, რასაც მათ სააქციო საზოგადოება ”აზოტის” მმართველი კომპანია ”ეუ ინვესტმენტის” წარმომადგენელი სთავაზობს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.