ბათუმში, მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის-CSF რიგით მე-6 შეხვედრის დროს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილმა და ბელორუსის თავისუფალი პროფკავშირების წარმომადგენელმა სერგეი ანტუსევიჩმა, ფორუმის მონაწილეებს გააცნეს პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის-ITUC-ის გენერალური მდივნის, შარან ბაროუსა და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის-ETUC და პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს-PERC-ის გენერალური მდივნის, ბერნადეტ სეგოლის საპროტესტო წერილი რომელიც მათ გაუგზავნეს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ქალბატონ ფედერიკა მოგერინის.
“ევროპის პროფკავშირების წარმომადგენლები ამ შეხვედრას ვერ ესწრებიან. PERC-ის (პან-ევროპული რეგიონალური საბჭო) თხოვნა მონაწილეობის სურვილის შესახებ საორგანიზაციო კომიტეტმა არ გაითვალისწინა, მიუხედავად იმისა, რომ PERC-ი თანახმა იყო, რომ მისი წამომადგენელი მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით დაეშვათ და მონაწილეობის ხარჯებსაც თავად პროფკავშირები გაიღებდნენ. აღსანიშნავია, რომ CSF-ის შეხვედრებს უკვე რამოდენიმე წელია არც დამსაქმებლების საერთაშორისო ორგანიზაცია არ ესწრება. ამიტომ, გამოდის, რომ ამ მნიშვნელოვან ფორუმზე ბათუმში არ იქნება ევროპის სოციალური პარტნიორების წარმომადგენლობა, რაც ძალიან სამწუხაროა“ – ნათქვამია წერილში. თავისთავად, ევროკავშირში აღიარებული სოციალური პარტნიორების არმონაწილეობა სერიოზული დანაკლისია სამოქალაქო საზოგადოების ფორუმისა ვინაიდან სოციალურ-ეკონომიკური საკითხების, სოციალური დიალოგისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხების კუთხით ევროპულ პროფკავშირებს ძალიან მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ რისი გაზიარებაც უმნიშვნელოვანესი იქნებოდა ფორუმის მონაწილეებისათვის და ზოგადად, ევროპული ინტეგრაციის უკეთ გაცნობიერებისათვის.
მას შემდეგ, რაც ირაკლი პეტრიაშვილმა და ბელორუსის პროფკავშირების წარმომადგენელმა აღნიშნული წერილი ფორუმის მონაწილეებს გააცნეს, წერილს მხარი დაუჭირა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა და ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელმა ივანე ჩხიკვაძემ. წერილის პათოსი ასევე გაიზიარეს ღონისძიების სხვა მონაწილეებმაც.
გთავაზობთ აღნიშნულ წერილს უცვლელად:
ქალბატონ ფედერიკა მოგერინის, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში
ევრო კომისიის ვიცე-პრეზიდენტს
19 ნოემბერი, ბრიუსელი
ძვირფასო ქალბატონო მოგერინი
ჩვენითვის ცნობილია რომ აღმოსავლეთ-ევროპის პარტნიორობის ფორუმი 2014 წლის 20-21 ნოემბერს ტარდება ქალაქ ბათუმში. ევროპის პროფკავშირების წარმომადგენლები ამ შეხვედრას არ დაესწრებიან. PERC-ის (პან-ევროპული რეგიონალური საბჭო) აპლიკაცია დაიწუნა საორგანიზაციო კომიტეტმა იმ შემთხვევაშიც კი, თუ PERC-ის წამომადგენლის სტატუსი მხოლოდ დამკვირვებლის ხასიათს ატარებს და ხარჯები ანაზღაურდება პროფკავშირების მიერ. რადგან საერთაშორისო დამსაქმებლების ორგანიზაცია არ ესწრებოდა CSF-ის შეხვედრებს უკვე რამოდენიმე წელია, ალბათ იმიტომაც არ იქნება ევროპის სოციალური პარტნიორების წარმომადგენლობა ბათუმის შეხვედრაზე.
ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ვითარების გამო მითუმეტეს იმ დროს, როდესაც ევროკავშირისა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის შორის გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ამ ქვეყნებს ესაჭიროება ევროკავშირის რამდენიმე მნიშვნელოვანი დირექტივის იმპლემენტაცია შრომით და სოციალურ საკითხებში. ამავდროულად, ევროპის სტრუქტურების წარმომადგენლობა ზუსტად იმ მომენტს გამოტოვებს, როდესაც მათი წვლილი შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური იყოს სიტუაციის გაუმჯობესებისათვის. ჩვენ გვიჭირს გავიგოთ CSF-ის (სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის) მუშაობის რაციონალურობის ხარისხი და ევროკავშირის ზოგადი ორიენტაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მიმართ.
ამავე დროს, ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღეს არსებული ვითარება სრულიად მოულოდნელი არ ყოფილა. CSF-ის შექმნის შემდგომ სოციალურ პარტნიორები (ITUC / PERC, ETUC და IOE) EESC-თან ერთად უკვე პერიოდულად მიმართავს საორგანიზაციო კომიტეტს რათა გაამახვილონ ყურადღება CSF-ის სტრუქტურულ და ფუნქციონურ ხარვეზებზე, რომელიც საბოლოოდ მოსპობს ინიციატივას, რათა გაწევრიანდენ ამ ფორუმში ან/და სოციალური პარტნიორების მარგინალიზაციას ან მთლიან აღმოფხვრას გამოიწვევს. რეაგირებისკენ პატარა ნაბიჯი კი გადაიდგა მე-5 სოციალური დიალოგის სამუშაო ჯგუფის შექმნით, მაგრამ ეს ჯგუფი ვერ გაუმკლავდა CSF-ის წესდებაში არსებულ სისტემური პრობლემებს, პროცესს და CSF-ის შრომის ხარვეზებს.
ეს ხარვეზებია:
- “სამოქალაქო” და “სოციალური” დიალოგის შორის განსხვავების დანახვის უუნარობა
- როლები, ინტერესები და შესაბამისად აქტორები, რომლებიც პროცესს მართავენ ძალიან დიდ ბალანსის დარღვევას იწვევენ ფორუმის ერთიანობაში
- “რეკომენდაციები” იწერება მიმართვის გარეშე და რელევანტური დისკუსია პოლიტიკურ დონეზე (შეხვედრა ქვეყნის ადმინისტრაციებთან და დამსაქმებლებთან) არ არსებობს. ამიტომაც აქტივობებს არც შედეგი არ მოაქვთ და არც შემდგომი აქტივობები არ იგეგმება.
ძვირფასო უმაღლესო წარმომადგენელო. ეს ბოლო ინციდენტი აშკარად გვაჩვენებს/ რომ საჭიროა CSF-ის სტრუქტურის გადახედვა და მისი შრომის შეფასება შრომით/სოციალურ პოლიტიკისა და სოციალური დიალოგის მიმართულებით.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის საუკეთესო გზა მომავლისკენ სადაც მხარეების საუკეთესო ინტერესები აისახება და ევროკავშირის შრომით და სოციალურ სტანდარტებთან დაახლოვება EaP-ის პოლიტიკისა და CSF-ის კონტექსტში.
ველით თქვენს პასუხს
პატივისცემით
შარან ბაროუ
ITUC-ს გენერალური მდივანი
ბერნადეტ სეგოლი
ETUC და PERC -ის გენერალური მდივანი