Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საინფორმაციო დღე აჭარის პროფკავშირების გაერთიანებაში

აჭარის პროფგაერთიანებაში პროფკავშირული აქტივის საინფორმაციო დღე გაიმართა, სადაც დარგობრივი კომიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად მოწვეული იყვნენ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების თავმჯდომარეები, გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, გაზეთ “თქვენი გაზეთის“ რედაქტორი.

შეხვედრაზე მოისმინეს რკინიგზის აჭარის რეგიონის პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარის გელა გოგელიას ინფორმაცია საწარმოში არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე გაერთიანების მუშაკების ინფორმაციები ბენზინგასამართ სადგურებსა და ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობაზე დასაქმებულებთან შეხვედრების შედეგების შესახებ.

შპს “სინოჰიდროს“ წინააღმდეგ პროფკავშირების სარჩელის შესახებ.
საკონსტიტუციო სასამართლოში ზეგანაკვეთურ შრომაზე პროფკავშირის სარჩელის შესახებ.

ავსტრალიის ქალაქ დანდენოგში გაფიცული პროფკავშირების მხარდამჭერი წერილების შედეგების შესახებ.

ასევე იმსჯელეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში წარსადგენი ინფორმაციების „პროფკავშირული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული აქტივობების შედეგებად მიღებული ეკონომიკური სარგებლის მონაცემთა ცხრილისა“ და სტატისტიკური ანგარიშის შესახებ.achara

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.