Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სამმხრივი კომისიის სხდომა შედგა

 

 

ხანგრძლისამმხრივი 2017.02

ვი პაუზის შემდეგ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას სხდომა შედგა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ დააყენა წინადადებები მიმდინარე შრომითი დავების გადაწყვეტის საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის მოითხოვა მედიატორის ჩართვა საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ვითარების განმუხტვის და მხარეთა შეთანხმების მიზნით. საუბარი შეეხო რუსთვის აზოტში არსებულ ვითარებას და შექმნილი მგომარეობის გადაწყეტის გზებს.
პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა დააყენეს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე მომზადებული ინიციატივებიც, რომლებიც მანამდე შემდგარი სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მუშაობისას არ იქნა გთავლისწინებული. საუბარია რამდენიმე საკითხზე მათ შორის:
1) დისკრიმინაციის აკრძალვას შემდეგი გარემოებების გამო: პროფკავშირული საქმიანობა, ფიზიკური გარეგნობა, მოქალაქეობა, ფეხმძიმობა (მუხლი 2);
2) დასაქმებაზე უარის თქმის დასაბუთების სტანდარტს (მუხლი 5)
3) თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების მეთოდოლოგიის განსაზღვრას;
4) შრომის ხელშეკრულების ვადებს (როგორც წესი განუსაზღვრელი) და ობიექტური გარემოების, როგორც მოკლევადიანი ხელშეკრულების დადების წინაპირობის გაუქმებას;
5) სამუშაო დროის და ზეგანაკვეთური სამუშაოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დარეგულირებას (40 საათი კვირაში, 5 დღიანი სამუშაო დღე, დღეში სამუშაო საათების ზღვრული ოდენობა, ღამის საათებში მუშაობა);
6) შინაგანაწესიის რეგულირების საგნიდან არსებითი პირობების ამოღება;
7) დეკრეტული შვებულების რეგულირება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად;
8) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობად ობიექტური გარემოების გამორიცხვა
9) მასობრივი დათხოვნების რეგულირება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად;
10) შრომის უსაფრთხოების სტანდარტები;
ასევე პროფკავშირებმა დააყენეს ცალკე საკითხად შრომით დავებზე სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების საკითხი.
საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თავმჯდომარეობით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა და გაერთიანების შესაბამისი წევრი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა.
შეხვედრაზე დამტკიცდა შრომითი დავების მედიატორთა რეესტრი, გაზიარებული იქნა გაერთიანების წინადადებები ევროპის სოციალური ქარტიის (არარატიფიცირებული) რიგი მუხლების/პუნქტების რატიფიცირების თაობაზე, მათ შორის საკითხები რომლებიც ეხება პროფესიულ განათლებას, ფეხმძიმე ქალის დაცვას გათავისუფლებისგან, პროფესიულ გადამზადებას და უსაფრთხო და ჯანმრთელ სამუშაო პირობებს. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ გაგრძელდება აქტიური მუშაობა კანონპროექტებზე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შესახებ და „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“.
შეთანხმდა, რომ მომავალ კვირაში შედგება შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთა, სადაც პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად დეტალურად, სამუშაო რეჟიმში იქნება განხილული საპენსიო რეფორმის საკითხები.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.