დღეს, 9 სექტემბერს, სამტრედიის ავტოსადგურში დასაქმებული მძღოლები გაიფიცნენ. მიზეზი მუნიციპალიტეტის გეგმაა, რომლის თანახმადაც ახალი, დამატებითი “ავტოსადგური“უნდა გაიხსნას. აღნიშნული სადგური არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, თუმცა აქიდან ახალი მარშრუტებით მგზავრების გადაყვანა საქალაქთაშორისო მიმართულებით უახლოეს დღეებში იგემგება.
ანალოგიური გაფიცვა დღეს ქუთაისშიც დაიწყო. შიდა საქალაქო რეისებზე მომუშავე ავტოტრანსპორტის მძღოლები საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც ახალი სამარშრუტო ხაზი გაიხსნა, ამჟამად მომუშავე მძღლებს კი უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ.
ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ფაქტების გახშირება, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მძღოლების, მათი ოჯახების და სხვა სფეროებში დასაქმებულების, უკმაყფოლების გაზრდის და საბოტაჟის მოწყობის მცდელობაა, რაც უარყოფითად აისახება დასაქმებულებზე. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება ახალი მარშრუტის გახსნის თაობაზე ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ, (ყოფილმა ნაციონალურმა მოძრაობამ) კახა ნემსიწვერიძის ხელმძღვანელობით საჭიროების არ არსებობის მიუხედავად მაინც მიიღო