Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საპილოტე პროექტი: “სტუდენტების სტაჟირება სოფლის მეურნეობის სექტორში“

1422793_10200131415487535_1331624772_nდღეს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაცია სასტუმრო “ამბასადორში“ საკანონმდებლო ინიციატივის: “სტუდენტების სტაჟირება სოფლის მეურნეობის სექტორში“ პრეზენტაცია გაიმართა

პროექტის მიზანია, შეამციროს უმუშევრობა აგარარული სფეროში დასაქმების მსურველ ახალგაზრდებში, მათი კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა აპრობირებული მეთოდების გამოყენებით. მიმდინარე წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოა სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ, გამოყოფილი ფინანსური რესურსების თვალსაზრისით, რაც გულისხმობს მისი მასშტაბების გაფართოებას, რომელიც ცხადია დაკავშირებული იქნება დამატებით შრომის რესურსების მოზიდვასთან. სწორედ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გახდება ერთ–ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზარს დროულად მიაწოდოს პროფესიული კადრები აგრარული სფეროს სხვადასხვა სპეციალობებში. საკანონმდებლო ინიციატივა თავისი მაშტაბურობიდან გამომდინარე იქნება მომგებიანი როგორც სტუდენტებისათვის, ასევე ბიზნეს სექტორისათვის, რაც საბოლოო ჯამში სახელმწიფო ეკონომიკის პოლიტიკაზე დადებითად აისახება.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციტივა პილოტური ხასიათისაა და გულისხმობს აგრარულ სექტორის დაახლოებით 500-600 კურსდამთავრებულთათვის საწარმოო პრაქტიკის გავლას (სტაჟირება–შეგირდობა) და პროფესიული უნარ–ჩვევების დაუფლების მიზნით საქართველოს საწარმოში სტაჟირების პროგრამის (3–დან 4 თვემდე) დაფინანსებას, რაც ითვალისწინებს ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასების სუბსიდირების საკითხს.

პროექტის ფარგლებში თბილისის, ქუთაისის, თელავის, გორისა და ბათუმის უნივერსიტეტებში გაიმართა შეხვედრები აგრარული სფეროს მეცნიერების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან, გარდა ამისა, დაიგზავნა ინფორმაციული ხასიათის წერილები უნივერსიტეტების რექტორების სახელზე. ასევე კონსულტაციები გაიმართა ამავე დარგის ბიზნეს სექტორისა და საქართველოს პროფესიული კავშირების წევრი ორგანიზაციის, სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირების პირველადი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პროექტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, აქტიურად ვთანამშრომლობდით დამსაქმებელთა ასოციაციასთან და სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედ ბიზნესისმენებთან და მეწარმეებთან. გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან რომლებიც მუშაობენ დასაქმების საკითხებზე საქართველოში. მომზადდა ეკონომისტის კვლევა შრომის ბაზრის კერძოდ აგრარულ სექტორში შრომით რესურსებზე მოთხოვნის შესახებ. საბოლოო ჯამში კი პროექტმა მიიღო საკანონმდებლო ინიციატივის სახე, კერძოდ, შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილება “აგრარული სექტორის კურსდამთავრებულთათვის საწარმოო პრაქტიკის გავლის შესახებ,“ რომლის პრეზენტაციაც აღნიშნულ ღონისძიებაზე მოხდა.

პრეზენტაცია 12 საათზე დაიწყო და მასში მონაწილეობა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის საპრლამენტო კომიტეტის და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც მიიღებენ. პროექტი ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დამსწრე საზოგადოებას ირაკლი პეტრიაშვილმა ინიციატივის მხარდაჭერიდაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნული პროექტი არამხოლოდ სტუდენტების დასაქმებას შეუწყობს ხელს, არამედ შრომით ბაზარზე პროფესიონალების მომრავლებასაც უზრუნველყოფს.

პრეზენტაციის ბოლოს გამართულ დისკუსიაზე მრავალი საინტერესო წინადადება და შემოთავაზება განიხილეს. საქართველოს პროფკავშირები ამ საკითხზე ნებისმიერი სახის ნოვაციასა და ახალ წინადადებებს მიესალმება.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.