Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების სარჩელი დაკმაყოფილდა

პროფკავშირების გაერთიანების სარჩელი შრომის და ჯანდაცვის სამინისტროს  წინააღმდეგ   დაკმაყოფილდა

news_4207

საქმე ეხება, პროფკავშირების გაერთიანების სასამართლო დავას შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. პროფკავშირების გაერთიანება მოითხოვდა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ კომპანიებში ჩატარებული ინსპექტირების მასალების ხელმისაწვდომობას, ვინაიდან საქმე ეხება საწარმოებში დასაქმებული პროფკავშირის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას.

მიუხედავად პროფკავშირების მიერ არაერთგზის ოფიციალურად მოთხოვნისა, სამინისტრომ ინსპექტირების მასალების პროფკავშირების გაერთიანებისთვის გადაცემაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ინსპექტირების შედეგები მთავრობის დადგენილების მიხედვით კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენდა. აღნიშნულ საქმეში მესამე პირად ჩართული იყო საქართველოს მთავრობა.

28 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ უკანონოდ ცნო მთავრობის დადგენილების სადაო მუხლი და ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა ინსპექტირების შედეგების ამსახველი და ინსპექტორების მიერ დამსაქმებლებისთვის მიცემული რეკომენდაციების პროფკავშირების გაერთიანებისთვის გადაცემა.

%e1%83%98%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.