Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სასწრაფოს მძღოლებმა დამსაქმებელს პრობლემის მოსაგვარებლად 21 დღიანი ვადა მისცეს

IMG_1218დღეს თბილისის სასწრაფო დახმარების მძღოლებმა საინიციატივო ჯგუფი ოფიციალურად შექმნეს და ახალი პროფესიული კავშირიც დააფუძნეს. მძღოლებმა ასევე სასწრაფოს სამსახურის ხელმძღვანელობის სახელზე ერთობლივად დაწერეს განცხადება, სადაც მათ სამსახურში ბოლო დროს დაგროვილი პრობლემებია ასახული. მძღოლები აცხადებენ, რომ ახალი შრომის კოდექსის თანახმად იწყებენ გაფიცვის წინა პროცედურებს და 21 დღის მანძილზე თუკი მათი სახელფასო პრობლემები არ მოგვარდება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და თუკი საბოლოო შედეგი მაინც არ იქნება მიღწეული, აქციები გაფიცვაში გადაიზრდება. განცხადებას ხელი სასწრაფო დახმარების სამსახურში დასაქმებული 280 მძღოლიდან, 220–მა მძღოლმა მოაწერა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საპრესკონფერენციო დარბაზში მედიასთან შეხვედრის დროს, ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა, ლავრენტი ალანიამ განაცხადა, რომ პროფკავშირი დასაქმებულებს კვლევ გვერდით დაუდგება და დასაქმებულების მოთხოვნები სრულიად კანონიერი და ლეგიტიმურია.

ლავრენტი ალანია: “ჩვენ არ ვამბობთ რომ მსოფლიოში საუკეთესო შრომის კოდექსი გვაქვს, მაგრამ წინა კოდექსს ნამდვილად სჯობს. სამწუხაროა, რომ ახალი ხელისუფლების პერიოდშიც, ახალმა კადრებმა შრომის კოდექსი ფარად გამოიყენეს და ამბობენ, რომ თითქოსდა მათ შრომის კოდექსი საშუალებას არ აძლევს, რომ ძველებურად გაეგრძელებინათ სასწრაფოს მძღოლებთან შრომითი ურთიერთობა.

ათი დღის წინ შედგა შეხვედრა სასწრაფოს ხელმძღვანელობასთან და მათ ცრუ დაპირებებით და მოტყუებით მოინდომეს ამ ხალხის გაჩერება. ეს ხალხი ყოველ მესამე დღეს მუშაობდა თვის განმავლობაში და ხელფასის სახით 850 ლარი გამოსდიოდათ. დღევანდელი ახალი გადანაწილებით (სამსახურში 40 ახალი მძღოლი მიღეს და მათი სახელფასო ფონდი სხვა მძღოლების ხელფასების კლებით შედგა) და ახალი შრომის კოდექსის გამოყენებით, ყოველ მეოთხე დღეზე გადაყავთ მძღოლების სამუშაო გრაფიკი. აქედან გამომდინარე, სამუშაო საათების შემცირებამ გამოიწვია ის, რომ მძღოლებს ახლა მხოლოდ 500 ლარი გამოუვათ ხელფასის სახით.

დამსაქმებელს ეგონა, რომ ეს ხალხი იყო გაუთვითცნობიერებელი და ყველა ტელევიზით გააკეთეს განცხადება, რომ დასაქმებულებს საათობრივი ანაზღაურების ტარიფი არ ეცვლებოდათ, რაც სწორია. თუმცა,  სამუშაო საათების შემცირებით ხელფასი რომ დააკლდათ, – ამაზე აღარაფერს ამბობენ. ჩვენი პროფკავშირი გვერდში უდგას სასწრაფოს მძღოლებს და მათი მოთხვნები სამართლიანად მიგვაჩნია. დამსაქმებელს კანონით გათვალისწინებული 21 დღიანი ვადა მივეცით და დროის ამ მონაკვეთში გვაქვს იმედი, რომ სიტუაცია უკეთესობისაკენ შეიცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კანონით მინიჭებულ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ“.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.