Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საფრთხეები საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით

საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი, თამაზ დოლაბერიძე, საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით საფრთხეებზე საუბრობს. მისი განმარტებით, პირველ რიგში სამი საფრთხე უნდა გამოვარჩიოთ.
“საფრთხე N 1 – იმ შემთხვევაში, თუ კვლევა ამ საქმესთან არავითარი ინტერესის არმქონე დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ არ ჩატარდება, ამან შეიძლება შეგვიყვანოს დიდ შეცდომაში, რის შედეგადაც ორივე შემთხვევაში სავალალო დასასრულს მივიღებთ – არასწორი დასკვნის გამო ან ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლს დავკარგავთ ან 1800-ზე მეტ სამუშაო ადგილს.

საფრთხე N 2 – იმ შემთხვევაში თუ, საყდრისს მიენიჭება ეროვნული მემკვიდრეობის სტატუსი, მაგრამ ხელისუფლება არ წარმოადგენს კაზრეთში ტურისტული მარშრუტის დაარსების მკაფიო გეგმას, მაშინ არ გვექნება არც ძეგლი და არც სამუშაო ადგილები.

საფრთხე N 3 – იმ შემთხვევაში თუ, საყდრისს არ მიენიჭება ეროვნული მემკვიდრეობის სტატუსი, აი აქ ყველაზე დიდი საფრთხე იმალება. კომპანია ამტკიცებს რომ საყდრისისა ძველი საბადოების გადამუშავებას თუ მოახდენს, 7-8 წელი შეინარჩუნებს საწარმოო სიმძლავრეებს, მაგრამ, ისე კაცმა რომ თქვას 7-8 წელიწადში ნაშოვნ 1,5 მილიარდს ხომ ჯობია 3-4 თვეში ნაშოვნი 1 მილიარდი? რომ მიადგეს და მხოლოდ საყდრისი გადაამუშაოს კომპანიამ ვინ იქნება გამაკონტროლებელი? ხელისუფლება?“ – ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

როგორც იცით, 17 იანვარს თამაზ დოლაბერიძემ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საპრესკონფერენციო დარბაზში მოწვეულ მედიის წარმომადგენლებთან, საყდრისის საკითხზე ვრცლად ისაუბრა და შეხვედრაზევე გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემური საკითხები, რაც საყდრისის თემასთან დაკავშირებით არსებობს. საქართველოს პროფკავშირები დაინტერესებულია, საყდრისის ისტორიული საბადოს ბედით, რადგან უდავოა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ამ ქვეყანაში ყველა ადამაინისათვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული უნდა იყოს.
tamazi

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.