Search
Close this search box.
Search
Close this search box.

” საქართველოს მთავრობამ დააფიქსიროს”

პროფკავშირების გაერთიანება ბმულზე მოცემული განცხადების ხელმომწერია, ჩვენ საქართველოში მოქმედ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოვითხოვთ
” საქართველოს მთავრობამ დააფიქსიროს მკაფიო პოლიტიკური ნება, რომ ითვალისწინებს სტუდენტთა ლეგიტიმურ მოთხოვნას, დაიწყოს აკადემიურ თავისუფლებაზე დაფუძნებული განათლების სიიტემის ფუნდამენტური რეფორმა”.

 

გთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის პროფკავშირების მიმართვას საქართველოს მთავრობისადმი, თსუ-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
“ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმიანებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უნივერსიტეტის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ეფექტური ზომების მიღებისა და შეკრების თავისუფლების განუხრელი დაცვისკენ მოუწოდებენ.

თსუ-ში მიმდინარე პროცესები განსაკუთრებით ბოლო ორი დღის განმავლობაში დამძიმდა. “აუდიტორია 115-ის” აქციებს დაპირისპირდა სტუდენტური თვითმმართველობისა და მისი მხარდამჭერი ჯგუფების კონტრაქციები.

იმ პირობებში, როცა უნივერსიტეტის შენობაში „აუდიტორია 115-ის” მხარდამჭერებს პოლიცია თსუ-ს შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს, თვითმმართველობასთან ასოცირებული ცალკეული ჯგუფები, მათ შორის, ნიღბიანი აგრესიული ჯგუფები, ახერხებენ უნივერსიტეტის შენობაში შეღწევას. “აუდიტორია 115-ის” წევრები და უნივერსიტეტის პროფესორები მიუთითებენ, რომ პოლიციამ, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელი არ შეუშალა და არ აღკვეთა კონტრაქციის მონაწილეთა შენობაში შესვლა. სტუდენტური თვითმმართველობის და მათი მხარდამჭერი წრეების მხრიდან დაფიქსირდა არაერთი ძალადობრივი ინციდენტი, მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმა და მათი საქმიანობისთვის ხელშეშლა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ადგილზეა მობილიზებული, მას არ გააჩნია უნივერსიტეტის შენობაში წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთიანი სტრატეგია და გეგმა, რაც აჩენს ორი სხვადასხვა შეკრების მონაწილეებს შორის ფიზიკური კონტაქტისა და ძალადობრივი თავდასხმის რისკებს. რეალური საფრთხეების არსებობაზე მიანიშნებს ისიც, რომ კონტრაქციის მონაწილე სტუდენტები და მათი მხარდამჭერი ჯგუფები ხშირ შემთხვევებაში სცდებოდნენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით დაცულ ფარგლებს და ქმნიდნენ ფიზიკური ძალადობის საფრთხეებს.

ამ დრომდე პოლიციასა და თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურს არ აქვს დადგენილი შეკრების მონაწილეებისთვის შენობაში მიმოსვლის ერთიანი წესი. ასევე, არათანმიმდევრული დამკვირვებელი ორგანიზაციების დაშვება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ერთიანი უსაფრთხოებისა და გადაადგილების რეჟიმის არარსებობა ხელს უწყობს სიტუაციის ესკალაციას და ზრდის პროცესების უკონტროლოდ განვითარების რისკებს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურს უნივერსიტეტის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ უზრუნველყოს უსაფრთხოება და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის შეკრების თავისუფლების რეალიზება;

– საქართველოს მთავრობამ დაიწყოს, გამოძიება საუნივერსიტეტო სივრცეში ე.წ. “ოდეერების” უკანანო საქმიანობის შესახებ;

– საქართველოს მთავრობამ დააფიქსიროს მკაფიო პოლიტიკური ნება, რომ ითვალისწინებს სტუდენტთა ლეგიტიმურ მოთხოვნას, დაიწყოს აკადემიურ თავისუფლებაზე დაფუძნებული განათლების სიიტემის ფუნდამენტური რეფორმა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

„მრავალეროვანი საქართველო” (PMMG)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

კავშირი „საფარი”

ქალთა მოძრაობა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

მწვანე ალტერნატივა

კავკასიური სახლი

სათემო განვითარების ცენტრი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო

ფონდი “ტასო”

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

“სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი”(CSDDC)

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

ახალგაზრდული ალტერნატივა

იდენტობა

სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiative

სათემო კავშირი ‘ნუკრიანი’

ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია, შემოუერთდეს განცხადებას (anuka@osgf.ge).”უნივერსიტეტი აქცია

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.