Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სემინარი რკინიგზაში დასაქმებული ქალებისათვის

2014 წლის 22 მაისს ქალაქ  გორში ამერიკის  შრომის საერთაშორისო სოლიდარობის  ცენტრის დაფინანსებით  საქართველოს რკინიგზაში დასაქმებულ ქალთათვის ჩატარდა სემინარი თემაზე ‘’დასაქმებულ ქალთა შრომითი უფლებები“. სემინარს უძღვებოდა  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე  ეთერი  მათურელი.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ გორისა და კასპის რკინიგზის სადგურებსა  და სერვის ცენტრებში  დასაქმებული ქალები.  სემინარზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა  დასაქმებულ ქალთა უფლებები შრომის ახალი  კოდექსის მიხედვით, შსო-ს 183-ე დედობის უფლების კონვენცია  და  საერთაშორისო  პრაქტიკა.  შეხვედრას  ჰქონდა დისკუსიის სახე, რამაც კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ის პრობლემური  საკითხები, რომლთა  გადალახვაც სამუშაო ადგილებზე  დასაქმებული ქალების უმრავლესობას უწევთ.  კერძოდ  წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში არსებული დისკრიმინაცია, ზეგანაკვეთური შრომა, ბავშვის მოვლის, ორსულობის,  მშობიარობის გამო სამსახურის დაკარგვა.

მონაწილეებს  დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია  იმ  უფლებების შესახებ,  რომლებიც გათვალისწინებულია როგორც საქართველოს შრომის კოდექსით,  ასევე  სხვა  საერთაშორისო კონვენციებით,  გარდა ამისა  გაეცნოთ წერილი, რომელიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების  ქალთა კომიტეტის მიერ იუსტიციის მინისტრის მიმართაა გაგზავნილი. ეს მოთხოვნა შეეხება  შსო-ს 183-ე კონვენციის რატიფიცირებას.

სემინარის ბოლოს კი  მოხდა საკითხების შეჯამება,  დაისახა მონაწილეთა  ამოცანები და მათი გადაჭრის გზები  პროფესიული კავშირების მეშვეობით. 2

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.