ალექსეი შლიაპნიკოვი, ვალერი პიმოშენკო და სერგეი კნუშოვი – რუსეთის “აეროფლოტის“ პილოტთა პროფკავშირების ეს სამი ლიდერი, კოლექტიურ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის ბრძოლის გამო ჯერ კიდევ გასულის წლის ოქტომბერში დააპატიმრეს.
მათ პროფკავშირს სჯერა, რომ მოძრაობის ლიდერების დაპატიმრება ცილისწამებას ემყარებოდა და ამის მიზანი იყო “აერპოფლოტის“ ხელმძღვანელებს შური ეძიათ მფრინავთა პროფკავშირებზე, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს.
რუსეთის მუშათა კონფედერაცია (KTR), ნაციონალური პროფკავშირული ცენტრი, რომელიც არის საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის შვილობილი და შერემეტევოს მფრინავთა პროფკავშირი ითხოვენ საერთაშორისო კამპანიის დაწყებას, რომელიც დამსაქმებელ კომპანიას მოუწოდებს, რომ აწარმოონ მოლაპარაკების პოლიტიკა და გაათავისუფლონ დაპატიმრებული მფრინავები.
ყველას შეგიძლიათ მხარში დაუდგეთ “აეროფლოტის“ მფრინავებს, შეხვიდეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე და გამოხატოთ თქვენი სოლიდარობა უკანონოდ დაპატიმრებული პროფკავშირელების მიმართ. გთხოვთ ეს ბმული თქვენს ახლობლებსა და ნაცნობებსაც გაუზიაროთ.
პ.ს. მითითებული ველების შევსება არ მოითხოვს ინგლისური ენის განსაკუთრებულ ცოდნას. მთავარია სწორად შეავსოთ სათანადო ველები.
http://www.labourstartcampaigns.net/show_campaign.cgi?c=2150
ერიკ ლი