საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვან საქართველოსთან” ერთად თურქი ხალხისა და თურქეთის პროფკავშირების მხარდასაჭერად, თბილისში მდებარე თურქეთის საელჩოსთან აქცია გამართა. პროფკავშირების წარმომადგენლები, არსამთავრობო სექტორის წევრებთან ერთად სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბნენ. შეგახსენებთ ორი ძლიერი აფეთქება ანკარაში 10 ოქტომბერს, პროფკავშირების აქციაზე მოხდა, რომელზეც გაერთაინების წევრები ლოზუნგით “შრომა- მშვიდობა- დემოკრატია” გამოვიდნენ. მშვიდობიანი აქციის მიზანი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გაპროტესტება იყო. ტერაქტის შედეგად 97 ადამიანი დაიღუპა, 500 მდე კი დაშავდა.
საქართელოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთვამს და თურქ ხალხს თანადგომას უცხადებს.