ბათუმში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, შრომის საკითხებზე, სპეციალური შეხვედრა გაიხსნა.
სტრატეგიული დაგეგმარების შეხვედრა, სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიისთვის საკითხების მომზადებას ისახავს მიზნად. შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამიისტრო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, დამსაქმებელთა ასოციაციის და შრომის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები.
განსახილველ საკითხთა შორისაა, სოციალური დიალოგი და სამმხრივი თანამშრომლობა, რეგიონალური და ადგილობრივი სამმხრივი თანამშრომლობა – საუკეთესო მაგალითები ევროპიდან, აჭარის რეგიონში შრომითი ურთიერთობების სფეროში არსებული პრიორიტეტები. შეხვედრაზე სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიისთვის, მომდევნო 12 თვის პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.