Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების ყველა წევრისათვის

საქართველოს სოციალურ-შრომითი კანონმდებლობა ევროპული სოციალურ-შრომითი სტანდარტებისგან შორს იმყოფება,  ეს  კი აფერხებს საქართველოს მშრომელ  კლასის სოციალურ პროგრესს. სახელმწიფო არ იჩენს სოციალური პასუხისმგებლობას და პროფკავშირებთან თანამშრომლობით  არ ახდენს სოციალური კანონების ბლოკის შემუშავებას. ასეთი სოციალური უპასუხისმგებლობა  კი კონტრაგენტთა შორის სოციალურ-შრომითი მოლაპარაკებებს  არაეფექტურს ხდის. შედეგად ეკონომიკური პროცესები საზოგადოებაში სიღატაკის აღმოფხვრისკენ აღარ მიემართება.სოციალურ კანონთა ბლოკის გარეშე ეკონომიკა  აგრძელებს ღატაკთა რიგების შევსებას კვალიფიციური მშრომელებით, ახალგაზრდობის  კონვეირული წესით აგზავნის შრომით ემიგრაციაში. როდესაც სოციალურად უპასუხისმგებლო სახელმწიფო არ ზრუნავს სოციალურად პროგრესული სამართლებრივი ცვლილებების განხორციელებაზე, სოციალურად უპასუხისმგებლო ეკონომიკა მხოლოდ ფასების ზრდასა და რეალური ხელფასის დაცემას ახდენს.

ქვეყანაში სოციალური უპასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ელემენტს ფსიქოლოგიური ფაქტორი წარმოადგენს.  არა რა ისტორიული ოპტიმიზმი და არც ოპტიმისტური რეალობაა, ლიბერტარიანიზმის პროპაგანდისტები კი ანარქო-კაპიტალიზმიტ  იმუქრებიან. ასეთი ვითარება აუცილებელს ხდის საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრების არეალზე მშრომელი კლასის პროფკავშირად დარაზმულობას, მისი კლასობრივი სოციალური პასუხისმგებლობის მანიფესტირებას. სოციალური სამართლიანობა, როგორც მიზანი და მისკენ მიმავალი გზის ეტაპები, მექანიზმები, შეფასების ინდიკატორები –  ეს არის მშრომელი კლასის მთავარი ზრუნვის საგანი და მისი სოციალური პასუხისმგებლობის ნათელი გამოვლინება.

კაცობრიობის ისტორიამ დაადასტურა რომ ცარიელი დეკლარაციებით სოციალური სამართლიანობა მიუღწევადი ოცნებაა და მეტი არაფერი. მშრომელი კლასის აქტივობამ უნდა განაპირობოს პროგრესული სოციალური კანონების ბლოკის ამოქმედება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ტრადიციული ჩარჩოების გაფართოვება. მხოლოდ პროფკავშირად დარაზმული მშრომელი კლასის მოქმედებით არის შესაძლებელი ეკონომიკური ეფექტურობის სოციალური პასუხისმგებლობით გაჯერება. სოცალური პარტნიორობის პრინციპის მიმართ  ალერგია სოციალურ-შრომითი კონფლიქტებს პერმანენტულ სახეს აძლევს. თქმა არ უნდა რომ სოციალური პასუხისმგებლობის სისტემის  ამოქმედება ავტომატურად არ გააქრობს ქვეყანაში სოციალურ-შრომით კონფლიქტებს, მაგრამ მისი მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოება სოციალურ-შრომით ურთიერთობებში სრულფასოვანი თანამონაწილედ ჩაერთვება და შესძლებს სოციალურ-შრომითი კონფლიქტების მოგვარების ცივილიზებული და ეფექტური მექანიზმის შემუშავებას.

ანტიკონსტიტუციურმა გადატრიალებამ საქართველოს სოციუმში  სოციალური უპასუხისმგებლობა  უაღრესად ფართოდ გაავრცელა. სოციალური პასუხისმგებლობას წაერთვა როგორც ისტორიული, ასევე და ოპტიმისტური პერსპექტივა, რაშიც გადამწყვეტი როლი 1992 წლიდან მიზანმიმართულად განხორციელებულმა დეინდუსტრიალიზაციამ შეასრულა. საინფორმაციო ველში საერთოდ გაქრა საზოგადოების კლასთა სოციალური პასუხისმგებლობაზე თეორიული მსჯელობებიც კი. მაშინ როდესაც სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების კლასთა და ზოგადად სახელმწიფოსა სოციალური განვითარების მდგომარეობის შეფასების საიმედო კრიტერიუმია და ამ ქვეყანაში მოქმედი ეკონომიკური სისტემის ეფექტურობის შემფასებელი ნიშანია. სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებაზეა დამოკიდებული საზოგადოების გეზი, როგორც პროგრესის, ასევე რეგრესისკენ.

ქვეყანაში მოქმედი საკუთრების, წარმოებისა და გაცვლის სისტემა სოციალურ-შრომითი ურთიერთობების სუბიექტებს უთანასწორი სოციალური პასუხისმგებლობას ამკვიდრებს, მაშინ როდესაც ეს პასუხისმგებლობა ყველა სუბიექტზე თანასწორად უნდა გადანაწილდებოდეს, მაგრამ ქვეყნის რეალობა ამ იდეალისაგან უაღრესად შორს დგას.

საქართველოში განვითარებული ეკონომიკური პროცესები საზოგადოების მშრომელი კლასისთვის სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივებს რეგრესისკენ მიემართავს. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის საბაბად გამოყენება უფრო თვალნათელს ხდის სახელმწიფო ინსტიტუტებს სოციალური უპასუხისმგებლობას, მათ მზაობას არად ჩააგდონ სოციალური ფასი. ეს ამ ინსტიტუტების არაეფექტურობის მაჩვენებელია. სოცალური უპასუხისმგებლობა საფუძველია სოციალური წინააღმდეგობისა და სოციალური ცვლილებებისა.

სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი პარამეტრები თავისი ხასიათიდან გამომდინარე რიცხვ მრავალნნი და არაერთგვაროვანნია და დამოკიდებულია ისეთ კონკრეტულ-ისტორიულ გარემოებებზე, როგორიცაა საკუთრების, წარმოებისა და გაცვლის სისტემა, საზოგადოების ფორმალური და არაფორმალური ლიდერები, საზოგადოების კლასების სოციალური დარაზმულობა, განსაკუთრებით  მშრომელთა კლასის პროფკავშირული დარაზმულობა,  საზოგადოების კლასთა მიერ მის გარშემო არსებულ ობიექტურ რეალობის ადეკვატურად აღქმა და ახალ იდეებს გაზიარება, სოციალური შემოქმედება და კონსტრუქციულ გადაწყვეტილებების მიღება.

საზოგადოების კლასებში წარმოქმნილი სოციალურ-შრომითი პრობლემების კომპლექსის ანალიზისას მათი განხილვა სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპის საფუძველზე უნდა მოხდეს. ეს კი ნიშნავს კეთილდღეობა ყველას უფლებაა, გამონაკლისის გარეშე.  მსოფლიო ისტორიამ  ამ პრინციპის მართებულობა უკვე მრავალგზის დაამტკიცა.

სოციალური პასუხისმგებლობის ცნებაში დღეს არა მხოლოდ ადამიანის ძირითადი მატერიალური ინტერესები (გარანტირებული დასაქმება, ბინა, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, შრომის სამართლებრივი და ტექნიკური, ასევე ეკოლოგიური უსაფრთხოება) შედის, იგი უკვე მოიცავს ადამიანის თავისუფალ დროსა და წარმოების მართვაში მის თანამონაწილეობასაც.  დადგა დრო საზოგადოებაში  სოციალური პარტნიორობის განვითარებასთან ერთად  ბიზნესის კორპორაციულმა სოციალურმა პასუხისმგებლობაც განიცადოს ტრანსფორმაცია. მისი  საქმიანობის  ეკონომიკურ შემადგენელს სოციალურიც უნდა დაემატოს. ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მის ტრადიციულ ჩარჩოებიდან უნდა გამოვიდეს და იგი ბიზნესის ორგანული ნაწილი უნდა გახდეს.

საკუთარი მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს პირველი რიგის სოციალური პასუხისმგებლობა მათი სოციალურ-შრომითი უფლებების ეფექტურ დაცვაში გამოიხატება. ნათელია რომ საქართველოს 2006 წელს მიღებულ  ლიბერტარიანულ შრომის კოდექსში 2013 წელს განხორციელებულმა ცვლილებებმა იგი ევროპულ სოციალურ-შრომით სტანდარტებს დიდად ვერ დაუახლოვა. საქართველოში დღემდე არაა აღდგენილი გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების  რატიფიცირების პროცესი და მათი რიცხვი კვლავ არ აღემატება 16-ს.  სრულად არაა რატიფიცირებული არც ევროპის სოციალურ ქარტიას (შესწორებული).  განვითარებული პროცესები ადასტურებენ რომ მშრომელთა კლასის აქტიურობის გარეშე ამ მიმართულებით ოცნებაში ჩაძირული სახელმწიფო ინსტიტუტები  ინერტულ მდგომარეობას არ შეიცვლიან  და კონვენციების რატიფიკაციის პროცესი თავისით არ აღდგება.

სოციალური სამართლიანობისკენ სვლა სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან სოციალური პარტნიორობის პრინციპის სამართლებრივი ხელშეწყობით არის შესაძლებელი. სოციალური პასუხისმგებლობა არ არის სახელმწიფოს მონოპოლია, მაგრამ მისი მონოპოლიაა შრომასა და კაპიტალს შორის ურთიერთობების ჰუმანიზაციის სამართლებრივი  უზრუნველყოფა. ჰუმანიზაციაა ის გასაღებია, რომელიც გააღებს იმ გზის კარებს, რომელიც შესაძლებელს ხდის საზოგადოების კლასთა შორის მატერიალური ინტერესების ცივილიზებულ შეთანხმებებს, სოციალურ-შრომით ურთიერთობებში მყოფ სუბიექტებს შორის სოციალური პასუხისმგებლობის გადანაწილებას.

სახელმწიფო ინსტიტუტების სოციალური პასუხისმგებლობაა  ეკონომიკაში სოციალური პარტნიორობა  რეალურად განხორციელდეს.  შრომასა და კაპიტალს შორის პერმანენტული პრობლემების პირობებში,  სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა გახდნენ გარანტნი რომ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ მიღებულ იქნეს გენერალური,  შემდგომ კი დარგობრივი და  ტერიტორიული სამმხრივი შეთანხმებები, რომ  სოციალური პარტნიორობის განვითარების ეს ყველაზე თვალსაჩინო დოკუმენტები დატვირთული იყოს სოციალური პასუხისმგებლობისა და სოციალური სამართლიანობის შინაარსით. სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ამ ფუნქციების განხორციელებით მარტო მატერიალურ საკითხებს კი არ გადაწყვეტს, არამედ ხელს შეუწყობს საზოგადოების ყველა წევრსი სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გაცნობიერებას,  ქვეყანაში ახალი, პროგრესული  სოციალურ-შრომითი კულტურის განვითარებას.

დავით  არაბიძე

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.