Search
Close this search box.
Search
Close this search box.

 სოციალური პროტესტის ეპიცენტრი – შიმშილობა რკინიგზის დეპარტამენტთანი

სტატია-რეპორტაჟის ავტორი: დავით არაბიძე

საქართველოს რკინიგზა კვლავ ჩიხშია, ეს სოციალური ჩიხია, რომლიდან გამოსავალი მხოლოდ სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის მარშუტითაა შესაძლებელი, რაც არ ესმით „წარმატებულ მენეჯერებს“ და მათი სიჯიუტე უკვე ცინიზმის ფორმას იღებს. 2017 წლის 15 აგვისტომდე საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირმა არა ერთ მცდელობას მიმართა ეწარმოებინა სოციალური დიალოგი მათთან ვისთვისაც სიტყვა დიალოგიც კი იმდენად უცხოა, რომ უცხო სიტყვათა ვერცერთი ლექსიკონით ვერ იგებენ მის მნიშვნელობას, ხოლო თავად სოციალური დიალოგი კი რაღაც ევროპულ „მანქანებად“ მიაჩნით, რომელსაც რაც ძალა და ღონე გაქვს უნდა გაექცე თუ არ გინდა რომ დაკარგო „წარმატებული მენეჯერის“  ტიუტული. ვესაუბრე რა შიმშილობის აქციაში მონაწილე ადამიანებს, ერთი რამ სრულიად ნათელი გახდა, ეს აქცია არის არა მხოლოდ სოციალურ-შრომითი უფლებების დასაცავად გადაგმული ლეგიტიმური ნაბიჯი, არამედ ადამიანთა პიროვნული და მოქალაქეობრივი ღირსების დაცვის ზნეობრივი აქტი.

პირველი შეკითხვით საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს ვიტალი გიორგაძეს მივმართე და ეს არ იყო მხოლოდ კითხვა, ეს უფრო მოწოდება იყო ადამიანისადმი, რომელიც უკვე 9 დღე დგას გამძლეობის ზღვარზე. როდემდის?

ვიტალი გიორგაძე: აქცია რომელსაც ვმართავთ პროცესია და ბევრ ფაქტორებზეა დამოკიდებული. დიახ ჩვენი ეს აქცია ორი მოშიმშილით დაიწყო და დღეს უკვე 10-ჯერ მეტი ადამიანი მიმართავს პროტესტიტის ამ უკიდურეს ფორმას. ეს ყველაფერი კი განპირობებულია რკინიგზის ადმინისტრაციის სოცილაური უპასუხისმგებლობით და მათი პროვოკაციებით. ჩვენს პროფკავშირს მარტო ბოლო ორი წლის განმავლობაში მათთან ორი შრომითი დავა გვაქვს გამართული, ორჯერ იყო მოწვეული მედიატორი, ისე როგორც ამას ითხოვს კანონი, ასევე ორჯერ მოვიპოვეთ გაფიცვის უფლება რომელიც არ გამოვიყენეთ და მათ კიდევ რამე აქვთ სათქმელი ჩვენს „არაკონსტრუქციულობაზე“. მათ საერთოდ არ აინტერესებთ თუ რა არის დასაქმებულთა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი გაერთიანება, რადგან ჰყავთ „ყვითელი“ პროფკავშირული წარმონაქმნი, რომელსაც როგორც მოეპრიანებათ ისე იყენებენ და სრულიად ზედმეტად თვლიან საუბარსაც კი დასაქმებულთა ინტერესების გამომხატველ დამოუკიდებელ გაერთიანებასთან.

მაინც რაშია „ყვითელი“ პროფკავშირული წარმონაქმნის „ხიბლი“?

ვიტალი გიორგაძე: უპასუხისმგებლობაში. თუ ამ მარინეტული დასის რიგებში ხარ შეგიძლია იყო უდისციპლინო, მაგალითად დააგვიანო სამსახურში ან ადრეც გაიპარო, სულაც ნაბახუსევი მიბრძანდე და მთელი შენი სასჯელი არაფრის მთქმელი შორისდებული იქნება. მაგრამ თუ იწყებ პროფკავშირულ აქტივობას მაშინ იცოდე რომ ფაქტიურად მიკროსკოპის ქვეშ ხვდება ყველა შენი მოქმედება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი გაერთიანების წევრი 12 პროფლიდერი გაუშვეს რკინიგზიდან და ვერცერთ მათგანზე ვერავინ იტყვის რომ თუნდაც იმის მეათედი დარღვევა ჰქონდეთ ჩადენილი, რასაც „ყვითლები“ ჩადიან, თქმა არ უნდა რომ ეს ყოველივე ადმინისტრაციის პროვოკაციების შედეგი იყო, რადგან პროვოკაცია მათი ყველაზე ნაცნობი მეთოდი და საშუალებაა. ჩვენ კი კვლავ ვრჩებით პროფკავშირული ღირებულებებისა და პრინციპების პოზიციაზე და ვიმოქმედებთ მხოლოდ ამ ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად.

საქართველოს რკონიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ თარგამაძე:  ჩვენი შიმშილობის აქციას საზოგადოება სრული გაგებით ხვდება. უკვე კვირაზე მეტია რაც ღია ცის ქვეშ ვართ და არცერთ გამვლელ ადამიანს ერთი გადაბრუნებული სიტყვაც კი არ უბრძანებია. თუ ადამიანი ჩვეულებრივი მოქალაქეა მთლიანად მხარს გვიჭერს და თუ რამეს ამბობენ ეს რკინიგზის ადმინისტრაციის მიმართ. როგორც ეს ერთმა მოქალაქემ გვითხრა „ეს ბატონები როგორც ჩანს ჰუმანიზმის გამოცდაში ჩაჭრილები არიან“.  მე საბრძოლო განწყობაზე ვარ და ვიცი რომ მართალ აქციას ვმართავ მართალი მიზნით.

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა: რკინიგზა რომ მართლა იყოს მათი ზრუნვის ობიექტი მაშინ პირველ რიგში რკინიგზელთა სოციალურ-შრომით უფლებებზე იზრუნებდნენ, მაგრამ უნდათ კი ეს, როგორც ჩანს არა. დაჩი ცაგურია უფლებადამცველად მოევლინა საზოგადოებას და დღეს კი ეს ნიღაბი აღარაფერში სჭირდება. საავტომობილო გადამზიდი კომპანიების ბუმი აქვთ ბატონებს და უნდათ მათ ეხლა თავის ტეხვა რკინიგზის პრობლემებით? არ და ეს არის თავი და თავი ამ დრამატული რეალობისა.

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის აპარატის უფროსი პაატა ნინუა: ნუთუ მათგან ვინმეს სჯერა, რომ ასეთი კატასტროფული მაჩვენებლების მქონე სახელმწიფო საწარმოს ჰყავს წარმატებული მენეჯერები. თუ ადამინისტრაცია წარმატებით მუშაობს სადაა ეს წარმატებები? სად იმალება? არსად, რადგან საქართველო მათი „წარმატებების“ ფონზე კარგავს რკინიგზას.

მოშიმშილე რკინიგზელი უჩა ხვთისაშვილი: მათი სახე კარგად ჩანს მათ ქცევაში. მოტყუება არის მათი მეთოდი. ისე მომაწერინეს რაღაც ქაღალდზე ხელი რომ არც კი გამაგებინეს ეს რა იყო. რაღაც ვაგონზე საუბრობენ, რა დროა, 21-ე საუკუნეში ადამიანებს ეს უნდა ექცეოდნენ.

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრი, მოშიმშილე თენგიზ დვალიშვილი: ყველაზე ძაან ძალას მაძლევს ჩვენი აქციის გულწრფელობა. ჩვენ გვინდა ღირსეული შრომის სტანდარტები რკინიგზაში და არ ქაოსი და უპასუხისმგებლობა ადამიანებისა და ტექნიკის მიმართ, რასაც დღეს ადგილი აქვს ადმინისტრაციის არასწორი მოქმედების გამო. ჩვენ თუ ვინმე გვაშიმშილებს ეს ადმინისტრაციის უპასუხისმგებლობაა და არა სხვა რამ. დიახ არ გვინდა საქართველომ დაკარგოს რკინიგზა.

მოშიმშილე რკინიგზელებს სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა დარგის პროფკავშირებიც. მათმა ხელმძღვანელებმა ასევე გამოხატეს თავიანთი პოზიცია.

საქართველოს მეტალურგთა, ქიმიური მრეწველობისა და სამთო დარგების მუშაკთა პროფკავშირები პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე:  ჩვენ აქვართ დღე და ღამე, რადგენ ეს აქცია დასაქმებულთა ძირეული უფლების – შრომის უფლების დასაცავად იმართება. რკინიგზის ადმინისტრაცია ავლენს როგორც ნების არქონას, ასევე სრულ გაუთვითცნობიერებლობას ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებში. ერთ-ერთი მთავარი დეფიციტი რაც არის ამ სახელმწიფო კომპანიაში, ეს არის სრული უმეცრება ადამიანის სოციალური, ეკონომიკური, შრომითი და პროფესიული უფლებების მიმართ.

საქართველოს მომსახურების სფეროსა და ბანკების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე აკაკი გვალია: როდესაც ვუყურებ ამ ყოველივეს კიდევ ერთხელ ვრწმუნდები თუ რაოდენ გაუთვლელი და გაუაზრებელია მათი მიდგომა მომავლისადმი, ვინც ახშობს პროფკავშირულ მოძრაობას. პროფკავშირი ამ აქციით ცდილობს გადაარჩინოს რკინიგზა სრული დეგრადაციისგან, რადგან ჩვენი პროფკავშირელების მიდგომა არის ზრუნვა წარმატებულ მომავალზე და არა მომავალზე სადაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდული მოძრაობის წევრი გიგა ბექაური: რა უნდა თქვა ისეთ ადმინისტრაციაზე რომელიც ადამიანს საექსპერიმენტო ობიექტად განიხილავს. აქციას მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სოციალური სამართლიანობის პოზიციის მქონე სოლიდარული ორგანიზაციები. ვუყურებ რკინიგზის ადმინისტრაციის ამ უგვან ქმედებას და ვხედავ რომ უმეცრება ის დამანგრეველი ძალაა, რომელიც ცინიზმის, ვოლუნტარიზმისა და სოციალური დეზერტირობის გზით მომავალს უკარგავს არა მხოლოდ რკინიგზაში დასაქმებულ ადამიანებს, არამედ საკუთარ თავსაც. რა პასუხს გასცემენ ისინი საზოგადოებას, როცა ანგარიშგების დღე მოუვათ, რით გაიმართლებენ თავს, ისევ იმ „არგუმენტით“, რომ არ იცოდნენ. არა ეს არავის არ ამართლებს და არც მათ გაამართლებს. დროა გონზე მოვიდნენ და გააცნობიერონ, რომ სოციალური დიალოგი დროის მოთხოვნაა და მას კი არ უნდა გაექცე, არამედ სრული პასუხისმგებლობით უნდა მიუდგე.

ვესაუბრე რა ამ მაღალი პიროვნული ღირსების ადამიანებს ნათელი გახდა დღეს საქართველოს რკინიგზაზე თუ რამ შეიძლება ითქვას ეს არის ის სიტყვები რაც მე-19 საუკუნეში მწერალმა სალტიკოვ-შჩედრინმა განაცხადა : „ყველა ქვეყანაში რკინიგზა გადადგილების საშუალებაა, ჩვენთან ამის გარდა ქურდობის საშუალებაც“. რა არის ნივთის ქურდობა იმასთან შედარებით, როცა ადამიანსა და საზოგადოებას პარავ მომავალს, გზას ამ მომავლისკენ, რკინიგზას.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.