2012 წელს კრასნოდარის მხარეში სხვადასხვა საწარმოში ჩაატარდა 5 000 დასახელების საწარმოს ინსპექტირება, საიდანაც ¾ არაგეგმიური შემოწმება იყო. შემოწმების შედეგად აღმოჩენილ იქნა დარღვევა ძირითადად ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო სექტორში.
რაც შეეხება სოჭის ოლიმპიური სამშენებლო პროექტებს, ისინი კონტროლირდება რუსეთის სხვადასხვა სამსახურებისა და ინსტანციებსი მიერ. შრომის ინსპექცია რეგულარულად ჩადის შესამოწმებლად სოჭში. როგორც ხსენებული სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, გასულ წელს 40 უბედური შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2011 წელს დაქსირებულ შემთხვევევებზე ცხრით მეტია.
სამშენებლო მოედანზე უბედური შემთხვევის მიზეზებად დასახელდა ძირითადად ყუბანის 9 და 14 მოსკოვის ორგანიზაცია. ასევე დასახელდა სხვა ქალაქების კომპანიები, მათ შორის ომსკი, სანქტ–პეტერბურგი და სხვა… ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ დაქირავებული მუშების შორის უმეტესობა არის პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან, თუმცა მათი იმედები ღირსეულ ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ გამართლებულა. სამწუხაროდ, უბედური შემთხვევების მსხვერპლი ძირითადად სწორედ შრომით მიგრანტებზე მოდის.
ოლიმპიადასთან დაკავშირებულ მშენებლობებზე დაქირავებული შრომითი მიგრანტების რაოდენობა ბოლო 2 წლის განმავლობაში გაორმაგდა. ყოველდღიურად შრომის მიგრაციის საკითხების სამმართველოში დაახლოებით 400 ადამიანი მოდის. თუმცა უმეტესად მიგრანტები უზბეკეთიდან ჭარბობს. 2012 წელს სოჭში დაახლოებით 14,5 ათასი ადამიანი ჩავიდა სამუშაოდ.
ზუსტად ერთი თვის უკან ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 67 გვერდიანი ანგარიში “ოლიმპიადის ანტირეკორდების“ შესახებ, სადაც ხაზი გაესვა შრომითი მიგრანტების ექსპლუატაციას, მათი შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტების თაობაზე. კერძოდ, 12 საათიან სამუშაო დღის და არარეგულარული შრომის ანაზღაურების შესახებ.
მოცემული პესიმისტური სტატისტიკა და ციფრები, ადასტურებს იმას, რომ შრომითი მიგრანტები სიცრუის მსხვერპლნი აღმოჩნდენ სოჭში მიმდინარე მშენებლობებზე. მაგალითად, 2012 წლის მაისში ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს, სარკინიგზო ხიდი ჩამოინგრა და ორი მამაკაცი 56 წლის და 23 წლის დაიღუპა. ივნისში კი, სამონტაჟო სამუშაოების დროს, 28 წლის თურქეთის მოქალაქე ლიფტის შახტაში 22 სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა. აგვისტოში 18 წლის უზბეკეთის მოქალაქე გარდაიცვალა მშენებლობაზე ადლერის რაიონში. სექტემბერში 50 წლის დღემდე უცნობი მამაკაცი გარდაიცვალა. ნოემბერშიც ასევე დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი. 38 წლის მამაკაცი იმსხვერპლა ოლიმპიადის მშენებლობამ.