Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო პროფკავშირმა ქართველ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადა

ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო პროფკავშირმა რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს სოლიდარობა გამოუცხადა. ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) გენერალური მდივნის მაკ ურატას მიერ, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ საერთაშორისო პროფკავშირს მისდის ინფორმაცია ქართველ რკინიგზელებზე ზეწოლის, მუქარებისა და დაშინების მცდელობების შესახებ და პროფკავშირებისადმი ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების თანახმად ყველა დასაქმებულს, ყველა ქვეყანაში აქვს უფლება გაერთიანდეს პროფკავშირში, აქვს კოლექტიური მოლაპარაკებისა და გაფიცვის უფლება.

“მსოფლიოს 4,6-მილიონი ტრანსპორტის მუშაკის სახელით, რომელთაც ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო პროფკავშირი (ITF) წარმოადგენს, გამოვხატავთ სოლიდარობას საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფკავშირისა და ყველა იმ რკინიგზელის მიმართ, რომელთაც თქვენ წამოადგენთ. თქვენ ცდილობდით ჩართულიყავით მნიშვნელოვან სოციალურ დიალოგში სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზას”

ადმინისტრაციასთან, მაგრამ თქვენი შეთანხმებები გათვალისწინებული არ იქნა და რკინიგზის ხელმძღვანელობისა და ხელისუფლების აგრესიის პირისპირ დარჩით. სამართლიანი კოლექტიური მოლაპარაკების უფლებას პატივი უნდა სცენ და ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ამის მისაღწევად წარმოებულ ბრძოლაში. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ კომპანიამ არც ერთი თვისი ვალდებულება არ შეასრულა, რომელსაც 2013 წლის 14 ნოემბერს დათანხმდა. რათა ღირსეული პასუხი გაგეცათ მიღწეული შეთანხმების სრული უგულველყოფისათვის, თქვენ კიდევ ერთხელ დაიწყეთ მოქმედება კანონის ფარგლებში, რათა თავიდან დაგეწყოთ მოლაპარაკება კომპანიასთან. სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რკინიგზის ადმინისტრაცია პროფკავშირის წევრების მიმართ აგრესიული ქმედებებით იყო დაკავებული. და თქვენ სხვა არჩევანი არ დაგრჩათ, გარდა იმისა, რომ გაფიცვისთვის მიგემართათ. როგორც ვხვდები, რკინიგზის ხელმძღვანელობის და ასევე ხელისუფლების მტრული დამოკიდებულება კვლავ გრძელდება. მე მომდის ინფორმაცია ზეწოლის, მუქარებისა და დაშინების მცდელობების შესახებ. პროფკავშირებისადმი ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების თანახმად ყველა დასაქმებულს, ყველა ქვეყანაში აქვს უფლება გაერთიანდეს პროფკავშირში, აქვს კოლექტიული მოლაპარაკებისა და გაფიცვის უფლება”, – ნათქვამია წერილში.

მასში აღნიშნულია, რომ ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაცია და მისი 717 სხვადასხვა წევრი ორგანიზაცია მსოფლიოს 150 ქვეყანაში გამოხატავს თავის სოლიდარობას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირისადმი და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მის წევრებს უკეთესი სამუშაო პირობებისათვის ბრძოლაში.12

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.