Search
Close this search box.
Search
Close this search box.

უბედური შემთხვევა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში

მიმდინარე წლის 3 ივნისს, ღამის 03:00 საათზე, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის 1-ელ სააქმროში უბედური შემთხვევა დაფიქსირდა.

ელექტრო საამქროს ელ-მონტიორი, 50 წლის მამუკა ნებიერიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ძაბვის ქვეშ აღმოჩნდა, რის შედეგადაც სასიკვდილო დაზიანება მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა. მას მეუღლე და სტუდენტი ქალ-ვაჟი დარჩა.

იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა, რომელიც საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრი ორგანიზაციაა, წერილობით უკვე მიმართა კომპანიის ადმინისტრაციას წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამომკვლევი კომისიის და ამ კომისიაში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის ინსპექტორის ჩართვის მოთხოვნით.

საქართველოს პროფკავშირები ასევე მზად არის, რომ დაიცვას გარდაცვლილის ოჯახის წევრების სამართლებრივი ინტერესები, თუ კი ისინი გადაწყვეტენ, რომ გამოიყენონ წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის კვლევისა და აღრიცხვის დებულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტი, კომისიაში დაზარალებულის უფლებამოსილი პირის ჩართვასთან დაკავშირებით.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას და მის ყველა წევრ ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამგვარი ფაქტების მომავალში თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია, რომ მოხდეს ფაქტის რეალური კვლევა და დამნაშავე პირების გამოვლენა.fero

წყარო: საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.