Search
Close this search box.
Search
Close this search box.

უკეთესი მომავლის იმედით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება გილოცავთ ახალ წელს!

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პროფკავშირების წევრებსა და სრულიად საქართველოს გილოცავთ ახალი წლის დადგომას. გისურვებთ 2015 წელი ყოფილიყოს თქვენთვის ბარაქის, ჯანმრთელობის, სიხარულისა და ყველა საქმეში წარმატებების წელი. უკან დარჩენილიყოს გაჭირვება და ის მრავალი სოციალური პრობლემა, რაც სამწუხაროდ ასე ძალიან აწუხებს ჩვენს მოსახლეობას.

გასულ წელს, საქართველოს პროფკავშირების დახმარებითა და თანადგომით, დასაქმებულმა ადამიანებმა (კუთვნილი ხელფასის გარდა) დამატებით 137 მილიონი ლარი მიღეს (ეს სტატისტიკური მონაცემები საქართველოს პროფგაერთიანების სტატისტიკის სამსახურმა მოგვაწოდა) რაც შეიძლება სულაც არაა ბევრი მავანთათვის, მაგრამ საკმაოდ დიდი შვებაა კაზრეთელი მუშებისათვის, ფოთელი დოკერებისათვის, ჭიათურელი მაღაროელებისათვის, ტყიბულელი მეშახტეებისათვის, ბათუმელი მძღოლებისათვის, რკინიგზელებისათვის თუ სხვა დასაქმებულებისათვის, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ ჩვენი ქვეყნისა და მათი ოჯახების საკეთილდღეოდ.

საქართველოს პროფკავშირები არასოდეს ჩერდება მიღწეულზე და იმედი გვქვს, რომ მომავალ წლებში ბრძოლით კიდევ უფრო მეტის მიღწევასა და მოპოვებას შევძლებთ, რადგან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი სწორედ ძლიერ პროფკავშირებზე გადის და სადაც არაა ძლიერი პროფკავშირული ორგანიზაცია, იქ ევროპულ ღირებულებებს არაფერი ესაქმებათ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას და გარწმუნებთ, რომ უკეთესი მომავლის იმედითა და ურთიერთსოლიდარობით შეუძლებელი არაფერია!2015

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.