„ოცდაათზე მეტი წლის განმავლობაში ის ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის მეთუნეთა ერობნული პროფესიული კავშირის წევრი იყო. პროფკავშირი მისთვის მშობლიური სახლი იყო. მისი ჰაერით უყვარდა სუნთქვა და თან ყოველთვის დაატარებდა, მართალია ოდნავ გახუნებულ და გაცვეთილ, პროფკავშირულ ბილეთს. ის ეხლაც მასთან იყო. პროფკავშირში – იქ ბილს ნამდვილად გულში ჩაკვრით მიიღებენ. ბოლოს და ბოლოს მუშები მთელს მსოფლიოში განა ერთნაირნი არ არიან? განა მათზე ერთნაირი მეპატრონეები არ მბრზანებლობენ?
ახალგაზრდამ, რომლის ოფიციალურ სახეზე ბიუროკრატიზმს უკვე დაემჩნია თავისი წარუშლელი კვალი, მას შეხედა.
აქ რაღაც ისე არ იყო, ბილმა ეს უმალ იგრძნო. ამ დაწესებულებაში იყო რაღაც ძალიან ოფიციალური.
მომისმინეთ, – ბორძიკით დაიწყო მან, – მე აქ მოვედი, რომ შევიდე… მე მინდა ვთქვა, რომ მეთუნედ ვმუშაობ ამ დროიდან… მან ხელი იატაკიდან არც თუ მაღლა ასწია, რომ ეჩვენებინა რა დროიდან და ახალგაზრდას პროფკავშირული ბილეთი გაუწოდა.
ახალგაზრდამ ბილეთს ალმაცერად შეხედა და უპასუხა:
- ეს აქ არ გამოდგება.
ბილი თავის გაყვითლებულ პროფკავშირულ ბილეთს მიაჩერდა. ამ წიგნაკში მთელი მისი ცხობრება იყო მოქცეული, „აქ“ კი ის „არ გამოდგებოდა“!
მაგრამ თქვენ თუ გსურთ, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ – განუცხადა ახალგაზრდამ.
- დახაც, ეს მინდა მე – უპასუხა ბილმა, როდესაც დამშვიდდა და ბილეთი შეინახა. – ზუსტადაც! ჩამწერეთ!
ახალგაზრდამ მას შეხედა და წყნარად მიუგო:
გაწევრიანების პირველი შენატანი 125 დოლარი.
ბილმა ვერ გაიგო.
- რაა? – იკითხა მან.
გაწევრიანების პირველი შენატანი – ძალიან შვიდად გაუმეორა ახალგაზრდამ – 125 დოლარი.
ბილმა პასუხად თავი დაუქნია. – გასაგებია. მან ირგვლივ მიმოიხედა, შეხედა კედლებს, რომელზეც ერთმანეთის გასწვრივ ჩარჩოში ჩასმული ძველი პროფკავშირელი ლიდერების პორტრეტები, პროფკავშირის წესები და წესდებები ეკიდა. ბილი მოტრიალდა და თქვა: მისმინეთ, მე ფორდთან ვმუშაობ, იქ არაა პროფკავშირები, მაგრამ მე ეხლა მესმის რატომაც. მე ვფიქრობდი რომ მუშებს ეშინოდათ პროფკავშირში გაწევრიანების, მაგრამ ეხლა მე ვხედავ, რომ ისინ უბრალოდ არასაკმარისად მდიდრები არიან! ვინ იქნება თანახმა გადაიხადოს 125 დოლარი და რისთვის?
ახალგაზრდამ მხრები აიჩეჩა.
თქვენ შეგიძლიათ სამუშაო ადგილი მომიძებნოთ და დამასაქმოთ? – იკითხა ბილმა. – თქვენ შეგიძლიათ აღმადგინოთ სამუშაოზე, თუ მე გამანთავისუფლებენ?
არა, ზრდილობიანად განუმარტა ახალგაზრდამ, პროფკავშირი ჯერ კიდევ საკმარისად ძლიერი არაა ამისთვის. სავარაუდოდ ეს შესაძლებელი იქნება ოდესმე, როდესაც მუშებსა და მეწარმეებს შორის უკეთესი ურთიერთობები ჩამოყალიბდება. ეხლა პროფკავშირი ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რაც მის ძალებშია, რომ ასეთი ურთიერთობები შექმნას.
შემდეგ მან ბილს მოუყვა თუ როგორ მუშაობს პროფკავშირი. ის უარყოფს ნებისმიერი ფორმით ძალის გამოყენებას, უპირატესობას ანიჭებს გაფიცვებისა და პიკეტებისგან თავის შეკავებას. გაცილებით მეტს შეიძლება მიაღწიო უბრალოდ მეწარმეებთან მოლაპარაკების წარმოებით და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ჩხუბისა და შეწუხების და რა თქმა უნდა არასასიამოვნო შეტაკებების გარეშე, მხარეთა შორის ურთიერთგაგების საფუზველზე შეთანხმების მიღწევით. ცალკეულ ქარხნებში პროფკავშირი აერთიანებდა რამდენიმე ათეულ მეთუნეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ კვალიფიციურ მუშებს. ამჟამინდელი აყვავების წლებში პროფკავშირისთვის არ იყო რთული დრო და დრო მეპატრონეებთან მოლაპარაკებულიყო კვალიფიციური მუშებისთვის ხელფასის მომატებაზე, რისთვისაც ისინი განსაკუთრებით მადლიერნი იყვნენ.
როდესაც მან დაასრულა, ბილი მშვიდად და უხმოდ იდგა, მას თითქმის არ უყურებდა.
დიახ – როგორც იქნა თქვა ბილმა, – მე ვფიქრობ, რომ ამ პროფკავშირში გაწევრიანება მე არაფერში მჭირდება. ეხლაც კი მას სურდა, რომ ახალგაზრდა რაიმეთი შეპასუხებოდა. მაგრამ მან მხოლოდ მხრები აიჩეცა.
- ძალიან კარგი, – მხნედ თქვა მან. მას არავითარი ხინჯი არ ჰქონდა ამ ალალი შოტლანდიელის მიმართ, რომელიც მის კანტორაში შეცდომით შემოვიდა 125 დოლარის გარეშე და იმედით, რომ პროფკავშირი თავის ორგანიზაციას შექმნიდა ფორდთან. მოახდინო ფორდთან პროფკავშირის ორგანიზება! ყველამ იცოდა, რომ ფორდი ქვეყანაში ყველაზე დიდ ხელფასს იხდის და თავად ამერიკულ სულს განასახიერებს! ეს იგივეა, რომ ზეცაში ანგელოზთა პროფკავშირი ჩამოაყალიბო!“
თარგმნა დავით არაბიძემ