Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ფიფას “წითელი ბარათი“ კასპშიც უჩვენეს

საქართველოს მშენებელთა პროფესიული კავშირის ეგიდით, კასპის ცემენტის ქარხანაში, რომელიც ცნობილი ევროპული (გერმანული) კომპანიის, “ჰაიდელბერცემენტის“ მფლობელობაშია, გაიმართა მინი ფეხბურთის ტურნირი, სადაც ადგილობრივი მუშებით დაკომპლექტებულმა ექვსმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ეს ტურნირი გაიმართა მსოფლიო პროფკავშირული მოძრაობის, “წითელი ბარათი ფიფას“ ფარგლებში, რომელიც 2022 წელს ყატარში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის სამზადისში მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებების დაცვას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ყატარში აღნიშნულ მშენებლობებზე დასაქმებულთა შრომითი და საყოფაცხოვრებო პირობები საგანგაშოდ მძიმეა.

საქართველოს არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის მუშაკთა  პროფკავშირის თავმჯდომარემ, ქალბატონმა მარინა კურტანიძემ კასპში გამართული საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულებს სხვადასხვა სახის სიგელები და პრიზები გადასცა. მსგავსი სახის ღონისძიებები პროფესიულ კავშირს შემდგომშიც აქვს დაგეგმილი.

მოძრაობა “წითელი ბარათი ფიფას“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და მასში მრავალი ქვეყნის პროფესიული კავშირი გაწევრიანდა.  fifa1

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.