Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ქალთა დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველმა ორგანომ, რომელიც წარმოდგენილია მთავრობების, პროფკავშირებისა და ბიზნესმენების წარმომადგენლობებით – ჯერჯერობით მწვანე შუქი ვერ აუნთო სამმხრივი მოლაპარაკებების იმ სამართლებრივ ინსტრუმენტს, რომელიც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს სამუშაო ადგილებზე. მიუხედავად იმისა, რომ შსო-ს რამდენიმე წევრმა – მათ შორის პროფკავშირებმა – ნათლად გამოხატეს მხარდაჭერა კონვენციის მიმართ, მაშინ როდესაც ან ინიციტივის წინააღდეგ ხმას შსო-ს ბიზნესის წარმომადგენლები აძლევენ.

“ჯერ კიდევ ცოტა ქვეყანაა ისეთი, რომელიც აქვს ისეთი შრომის კანონმდებლობა რომელიც იცავს, მოუწოდებს და გამოდის გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგი სამუშაო ადგილებზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია აბსოლუტურად ავსებს ამ ნაპრალს, ის ზრდის ქალებისა და გოგონების ძალადობისგან დაცვის ხარისხს.“ – განაცხადა საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა, შარონ ბაროუმ.

ქალები აწყდებიან წინააღმდეგობებს, როგორც ფიზიკურ, ისევე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და სექსუალურ ძალადობას სამუშაო ადგილებზე. ეს პრობლემები ძალიან ხშირად არ არ ხმაურდება შიშის გამო. მოქმედებს ე.წ. “ჩვენთან ასე არ ხდება“ პოლიტიკა. შსო-ს კონვენცია იქნება მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ კონვენციის მხარდაჭერა გადაარჩენს მილიონობით დოლარს, რომელიც იხარჯება ყოველწლიურად ჯანდაცვაში ქალთა მიმართ ძალადობიდან გამომდინარე გამოწვეული არაპროდუქტიულობიდან და ავადმყოფობის გამო შვებულებაში გასვლის შემთხვევებში.

პროფკავშირები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოდიან ქალთა ძალადობის წინააღმდეგ სამუშაო ადგილებზე. მათ შორის იმ დარგის პროფკავშირები, სადაც დასაქმებულთა უმეტესობა კაცია. ამის მაგალითია ავსტრალიის მშენებელთა პროფკავშირი.

http://www.ituc-csi.org/unions-call-for-ilo-standard-onqalta diskriminacia

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.