Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ქართველების ისრაელში დასაქმების პერსპექტივები

საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის სამშენებლო სექტორში დასაქმების პერსპექტივა უჩნდებათ. საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის თავმჯდომარის იციკ მოშეს თქმით, ისრაელის პარლამენტს წერილობით უკვე მიმართა და საწყის ეტაპზე, საქართველოს 500 მოქალაქეზე სამუშაო ნებართვა მოითხოვა.

მისი თქმით, ისრაელში სამშენებლო ბუმია და იქ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის ინდონეზიიდან, თურქეთიდან და აფრიკიდან მშენებლები ყოველწლიურად ჩადიან სამუშაოდ. იციკ მოშე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეების დასაქმებისთვის ეს კარგი შანსია. მისი თქმით, ანაზღაურების გარდა ისრაელში თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებს აითვისებენ, რომელსაც შემდეგ სამშობლოში გამოიყენებენ. მოშეს ცნობით, ისრაელში მშენებლების საშუალო ხელფასი 2 ათასი დოლარია.

გარდა ამისა, ისინი დაზღვევას და სხვა სოციალურ დახმარებებსაც მიიღებენ. სავაჭრო პალატაში იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილების მიღებას ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაც შეუწყობს ხელს. ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელის სამშენებლო სექტორში 33 ათას 500 მუშის დეფიციტია.

mushacommersant

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.