ამა წლის 22–25 ოქტომბერს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა პროფკავშირების პან–ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) ქალთა კომიტეტის სხდომა და ქალთა მე–14 სკოლა, სადაც განხილული იქნა საკითხი, ქალთა როლის გაძლიერება პროფკავშირებში. განხილვაში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან მონაწილეობას იღებდა გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე და ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეთერ მათურელი.
ქალთა მე–14 სკოლის მუშაობაში მონაწილეობას ასევე იღებდნენ: მარგარიტა პოპოვა (ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე–პრეზიდენტი), იორდანკა ფანდაკოვა (ქალაქ სოფიის მერი) მარიანა კნიესნერი (PERC ქალთა კომიტეტის პრეზიდენტი) და ქალთა კომიტეტების თავმჯდომარეები როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებიდან.
საერთაშორისო პროფკავშირების მე–14 სკოლის მუშაობას ხელმძღვანელობდა ბულგარეთის ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე იანკა ტაკევა. მოსმენილ იქნება პროფკავშირების შემდგომი განვითარებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის: კრიზისის შექმნა და პროფკავშირები (გრ. გრადევი, პროფკავშირების საერთაშორისო კონფერდერაციის (ITUC) უფროსი მკვლევარი), შრომის ბაზარი და ქალები, არსებული გამოწვევები და ტენდენციები, უთანასწორობის ზრდა, დემოგრაფიული ცვლილებები და ეროვნული განვითარება.
აღნიშნულ საკითხებზე პრეზანტაციები გააკეთეს: სერბეთის, უკრაინის, საქართველოსა და ბელგიის წარმომადგენლებმა.
24 ოქტომბერს მთლიანი პროგრამა დაეთმო პროფკავშირების საერთაშორისო კონფერდერაციის – (ITUC) გლობალურ კამპანიას: “გადაწყვეტილებები შემდგომი ცხოვრებისათვის“ – Deceisiosn for Life, რომლის პრეზანტაცია წარმოადგინა მარია ცირანტონაკმა (ITUC).
პროფკავშირების საერთაშორისო კონფერდერაციის – (ITUC) მხარდაჭერით საქართველოს პროფესიული კავშირების მიერ ამ ეტაპზე მიმდინარე ამ აღნიშნული კამპანიის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია გააკეთა ეთერ მათურელმა.