Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ქართველ მეტალურგთა ვიზიტი თურქეთში

14-20 დეკემბერს, თურქეთის დედაქალაქ ანკარას, მეტალურგთა საერთაშორისო ევრაზიული ფედერაციის (IEMF) მიწვევით საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მიერ წარგზავნილი დელეგაცია ეწვია.

დელეგაცია შედგებოდა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრი პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების, ტყიბულის მეშახტეთა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატისა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.

ჯგუფს, რომელიც 25 ადამიანისგან შედგებოდა ხელმძღვანელობდნენ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ია მაღრაძე და რეგიონალური ოფისის თანამშრომელი ემელიანე გუმბერიძე.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე სემინარი მეტალურგთა საერთაშორისო ევრაზიული ფედერაციის (IEMF) და თურქეთის მეტალურგთა პროფკავშირის “თურქმეტალის“ ოფისში.

დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ბურთულიანი საკისრების დამამზადებელი ანკარის ქარხანა, სადაც დაათვალიერეს საწარმოო პროცესი და გაესაუბრნენ როგორც მუშებს, ასევე ინჟინერ ტექნიკური პერსონალის წარმომადგენლებს.

სასემინარო პროგრამის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების ფარგლებში ჯგუფმა მოინახულა ანკარის დიდი მეჩეთი, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი და კაბადოკიის როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწის ზედა სამუზეუმო კომპლექსები.

პროგრამის ბოლო დღეს, 19 დეკემბერს, პროფკავშირ ,,თურქმეტალი“-ს ცენტრალურ ოფისში გაიმართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა, რომლის დასასრულს, მეტალურგთა საერთაშორისო ევრაზიული ფედერაციის (IEMF) გენერალური მდივნის თანაშემწემ ტურაჟონ რაუპოვმა და ვიცე პრეზიდენტმა სულეიმან ილდირიმიმ პროგრამის მონაწილეებს სერთიფიკატები დაურიგეს, რის შემდეგაც სტუმრებმა და მასპინძლებმა ტრადიციისამებრ საჩუქრები გაცვალეს.stambul

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.